იერიშები ღაზას სექტორში და სარაკეტო დარტყმები თელ-ავივზე

10:05 03-15-2019
115

ისრაელი-პალესტინის კონფლიქტი მწვავდება.

ღაზას სექტორში ისრაელმა ავიაიერიშები განახორციელა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც თელ-ავივის სიახლოვეს სარაკეტო დარტყმები მოხდა

პალესტინელი თვითმხილველების განცხადებით, ისრაელის სამხედრო თვითმფრინავებმა ჰამასის ბაზები დაბომბეს. ჯამსი 30 საჰაერო დარტყმა განხორციელდა. ჰამასი სამხედრო დაჯგუფებაა, რომელსაც ისლამურ სახელმწიფოსთან აქვს კავშირი.

ისრაელის შეიარაღებული ძალების თქმით, იერიშები “ტერორისტული დაჯგუფების ტერიტორიებზე” განხორციელდა. 

თელ-ავივის მიმართულებით გასროლილმა ორმა რაკეტამ კი ქალაქში განგაშის ზარი გამოიწვია. 2014 წლის შემდეგ, ეს პირველი სემთხვევაა, როდესაც სამიზნე თელ-ავივი აღმოჩნდა. ისრაელის უსაფრთხოების მინისტრის განცხადებით,  დარტყმები ჰამასმა განახორციელა. 

 

ავტორი: მარიამ გიგანი