ჩერნობილის შესახებ HBO-მ სერიალი გადაიღო

08:49 03-15-2019
130
თეგები: ჩერნობილი

HBO-მ ჩერნობილის კატასტროფაზე სერიალი გადაიღო, რომლის პრემიერაც 6 მაისს შედგება და ჩერნობილში დატრიალებული ტრაგედიის შესახებ მოგვითხრობს. 

1986 წლის 26 აპრილს უკრაინის ტერიტორიაზე  მდებარე ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მეოთხე ბლოკში ავარია მოხდა. 

ბირთვული აფეთქების შედეგად რეაქტორი მთლიანად დაინგრა, რამაც მისი მიმდებარე ვრცელი ტერიტორიის რადიოაქტიური დაბინძურება გამოიწვია. ის შეფასებულია, როგორც უდიდესი ავარია ატომური ენერგეტიკის ისტორიაში. 

ავარიის შედეგად გაჩენილმა რადიოაქტიურმა ღრუბელმა გადაიარა: სსრკ-ის ევროპული ნაწილი, აღმოსავლეთი ევროპა, სკანდინავია, დიდი ბრიტანეთი და აშშ-ს აღმოსავლეთი ნაწილი. არაოფიციალური ინფორმაციით,  ჩერნობილის მოვლენებს 4 000 ადამიანი შეეწირა.