ე.წ. წყარო ბიძინა ივანიშვილის ავადმყოფობაზე ავრცელებდა ინფორმაციას მაშინ, როდესაც მის გვერდით ვიჯექი სპექტაკლზე - გიორგი ვოლსკი

23:23 03-14-2019
714

"წყარო" ბიძინა ივანიშვილის ავადმყოფობაზე რომ ავრცელებდა ინფორმაციას, მაშინ როდესაც მის გვერდით ვიჯექი სპექტაკლზე - ამის შესახებ უმრავლესობის წევრი  გიორგი ვოლსკი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, ფეიკების დიდი სიაა, რომელიც კიდევ გაიზრდება და დაბინძურდება.

''გახსოვთ ალბათ, ხელისუფლების მხარდაჭერილი კანდიდატურა, მარნეულის მერი, თემურ აბაზოვი დააკავეს და ასამართლებენ მძიმე ბრალდების გამო. გირაოთი გამოუშვეს. სასამართლო წინაა. აბაზოვი განაცდურის ანაზღაურებას თხოულობს, სასამართლოს ჯერ არ გამოუტანია განაჩენი. "რუსთავი 2" კი გვამცნობს რომ თურმე ბერა ივანიშვილი წყვეტს ამ საკითხს და ინფორმაციის წყაროსაც ასახელებს - ITV.ge, ეს იგივე "წყაროა" ბიძინა ივანიშვილის ავადმყოფობაზე რომ ავრცელებდა ინფორმაციას, მაშინ როდესაც მის გვერდით ვიჯექი სპექტაკლზე ფეიკების დიდი სიაა, ვფიქრობ ეს სია უფრო გაიზრდება და დაბინძურდება. ახალს არაფერს ვამბობ, მაგრამ მაინც...'', - წერს გიორგი ვოლსკი