ბრიტანეთის პარლამენტმა ბრექსიტის გადავადებას მხარი დაუჭირა

22:58 03-14-2019
45

ბრიტანეთის პარლამენტმა ბრექსიტის გადავადებას დაუჭირა მხარი.

კენჭისყრაზე, რომელიც ცოტა ხნის წინ დასრულდა, ხმები ასე გადანაწილდა: 412 მომხრე და 202 წინააღმდეგი.

ახლა უკვე დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი ტერეზა მეი ბრექსიტის გადავდების მიზნით ევროკავშირს მიმართავს.

პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი აცხადებს, რომ ევროკავშირიდან საბოლოოდ გასვლას 3 თვეზე მეტი არ დასჭირდება.

პირვანდელი გეგმის თანახმად, გაერთიანებულ სამეფოს ევროპული ბლოკი 29 მარტს უნდა დაეტოვებინა.