Exclusive - ლევან ძაძუას სავარაუდოდ მოკლე დროში გაათავისუფლებენ

22:28 03-14-2019
80

გალის რაიონ სოფელ პირველი ოტობაიას მცხოვრებ ლევან ძაძუას სავარაუდოდ მოკლე დროში გაათავისუფლებენ. ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ ინფორმირებულმა წყარომ აცნობა.  

ძაძუას დაკავებასთან დაკავშირებით სხვადასხვა ვერსიები ვრცელდება. ერთ -ერთი ვერსიით, ძაძუების  საცხოვრებელ სახლში სოხუმიდან სპეცდანიშნულების რაზმის წევრები იმყოფებოდნენ.

„პრაიმტაიმის“ ინფორმირებული წყაროს ცნობით, მამა -შვილი ძაძუები სასტიკად სცემეს.   ნაცემი ლევან ძაძუა  დასაკითხად სოხუმში გადაიყვანეს.  მამამისი იური ძაძუა   კი დღეს იმყოფებოდა სოხუმის იზოლატორში,სადაც განუცხადეს,რომ მისი შვილი სხვა ძაძუაში შეეშალათ და მას რამდენიმე დღეში გაათავისუფლებენ.

შეაგახსენებთ, რომ  პირველი ოტობაიადან 30 წლის ლევან ძაძუა გამთენიისას  გაიტაცეს.  ერთ-ერთი ვერსიით, ის სოხუმში წაიყვანეს. 

 

ავტორი: თეა შონია