უკავშრდება თუ არა ლევან ძაძუას გატაცება გალის გამგებელზე თავდასხმას

21:42 03-14-2019
73

''პრაიმტაიმის'' წყაროს ინფორმაციით, ოტობაიადან ლევან ძაძუას გატაცება სავარაუდოდ,  გალის ე.წ. გამგებელზე თემურ ნადარაიაზე მომხდარ თავდასხმას უკავშირდება.

ნადარაიას რამდენიმე დღის წინ გალში ფიზიკურად გაუსწორდნენ და  ის,  მძიმე მდგომარეობაში სამკურნალოდ მოსკოვშია გადაყვანილი.

„პრაიმტაიმის„ ინფორმაციით,  არსებობს ვერსია, რომ ძაძუას ამ ინციდენტთან კავშირით ადგილობრივი ე.წ. საგამოძიებო ორგანოები დაინტერესდნენ.

შეგახსენებთ,  პირველი ოტობაიადან 30 წლის ლევან ძაძაუა გამთენიისას   გაიტაცეს. ერთ-ერთი ვერსიით, ის სოხუმში წაიყვანეს.