ავტოსაგზაო შემთხვევა კოსტავას გამზირზე - არიან დაშავებულები

21:03 03-14-2019
964

რამდენიმე წუთის წინ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა თბილისში, კოსტავას გამზირზე. სამი მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა.

შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა: ქალი და მამაკაცი, რომელთაც მსუბუქი დაზიანებები აქვთ მიღებული.

ადგილზე საპატრულო პოლიციაა მობილიზებული.

როგორც ''პრაიმტაიმს'' შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს გამოძიება 276 - ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპულატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.