საქართველოს საგარეო უწყებას გოაზე დაკავებული ქართველების შესახებ ინფორმაცია არ აქვს

20:08 03-14-2019
236

გოაზე საქართველოს ოთხი მოქალაქის დაკავების შესახებ ინფორმაცია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში  ჯერჯერობით არ შესულა.

ამის შესახებ ''პრაიმტაიმს'' უწყების პრესსამსახურში განუცხადეს და დასძინეს,  რომ ამ წუთებში  მომხდართან დაკავშირებით გავრცელებულ  ინფორმაციას ამოწმებენ. 

გოაზე დაკავებული ქართველების შესახებ ცნობები არ აქვთ არც   შინაგან საქმეთა სამინისტროში.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ გოაზე ქურდობის ბრალდებით საქართველოს ოთხი მოქალაქის დაკავების შესახებ  ინფორმაცია ადგილობრივ მედიაში გავრცელდა.

შემთხვევა გოას ჩრდილოეთ სანაპიროზე მდებარე სოფელ სიოლიმში მოხდა.ქართველებმა სახლიდან ნაღდი ფული და სხვადასხვა ძვირფასი ნივთები მოიპარეს. ისინი წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.