17 წლის გოგონა გააუპატიურეს, მოკლეს და სახის კანი ააძვრეს

18:17 03-14-2019
3344

17 წლის გოგონა სახელად კრისტინა სალივანი, 10 მარტს ეკლესიაში მიდიოდა, როდესაც მას სავარაუდოდ სამი მამაკაცი დაესხა თავს.

გოგონას ცხედარი პოლიციამ, ფილიპინების ქალაქ ლაპუ-ლაპუს ერთ-ერთ მინდორზე იპოვეს.

სამართალდამცველების განცხადებით, მოკლული მოზარდი ნახევრად შიშველი იყო, სხეულზე ძალადობის კვალი აღენიშნებოდა და სახიდან კანი მთლიანად ჰქონდა აცლილი.

გამოძიების თანახმად, მოზარდი მკვლელობამდე სექსუალური ძალადობის მსხვერპლიც გახდა.

პოლიცია ვარაუდობს, რომ თავდამსხმელები სავარაუდოდ ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იყვნენ, თუმცა არ გამორიცხავენ, რომ ეს მკვლელობა რაიმე რიტუალს წარმოადგენდეს.

თვითმხილველები ირწმუნებიან, რომ ეკლესიისკენ მიმავალი კრისტინა სალივანი ბოლოს 3 მამაკაცის გარემოცვაში შენიშნეს. პოლიცია სწორედ ამ პირების მოძებნას ცდილობს.

ავტორი: მარიამ გიგანი