თვითმფრინავის რეისი, რომელიც უჩვეულო მიზეზის გამო გადაიდო

18:04 03-14-2019
741

ჩინეთის, Jinan Yaoqiang-ის საერთაშორისო აეროპორტში, Lucky Air-ის რეისი გადაიდო. ამის მიზეზი, ძრავში შეყრილი მონეტები გახდა.

აეროპორტის თანამშრომელმა შენიშნა, რომ თვითმფრინავის მგზავრებმა, კერძოდ ორმა ახალგაზრდა ქალბატონმა, იანის მონეტები ლაინერის ძრავში შეაგდო. ამის გამო, რეისი შეაჩერეს და ინციდენტის შესახებ პოლიციას შეატყობინეს.

ადგილობრივმა თანამშრომლებმა მონეტები ძირს დაყრილი იპოვეს, თვითმფრინავის ძრავი შეამოწმეს და რეისი მხოლოდ ამის შემდეგ განახლდა.

ორი ახალგაზრდა ქალბატონი კი პოლიციამ დააკავა. როგორც თავად განმარტეს, მონეტების თვითმფრინავში შეყრა, იღბლის მომტან ქმედებად მიაჩნდათ.

Lucky Air-ის ავიახაზების რეისზე, ბოლო 1 თვის განმავლობაში, ეს უკვე მეორე შემთხვევაა.

ავტორი: მარიამ გიგანი