ევაკუაციის შემდეგ "ევექსის" კლინიკამ მუშაობა განაახლა

18:04 03-14-2019
22

ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე "ევექსის" კლინიკა, სადაც ცოტა ხნის წინ ევაკუაცია გამოცხადდა მუშაობის ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდა. ევაკუაციის მიზეზი კლინიკის ნულ სართულზე მცირე დაკვამლიანება გახდა. რაც თავის მხრივ, სავარაუდოდ სამედიცინო პლასტირის ნამწვმა გამოიწვია. ადგილზე სამაშველო ბრიგადები იმყოფებოდნენ. კლინიკის ტერიტორიაზე ცეცხლის გაჩენის საფრთხე არ არსებობს.

 

ავტორი: თაკო ტომარაძე