პოლიციის მობილიზება "საქართველოს ბანკში" - ცრუ განგაში

17:27 03-14-2019
319

რამდენიმე წუთის წინ სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებულნი ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე "საქართველოს ბანკის" ფილიალთან. სამართალდამცავები ადგილზე მას შემდეგ გამოცხადდნენ, რაც ბანკიდან განგაშის სიგნალი მიიღეს, თუმცა აღმოჩნდა, რომ განგაშის ღილაკს ბანკის თანამშრომელმა ხელი შემთხვევით დააჭირა. 

ცრუ-განგაშის ფაქტი "პრაიმტაიმს" შსს-შიც დაუდასტურეს.