Exclusive - ოტობაიადან დღეს გატაცებული მამაკაცი ირაკლი კვარაცხელიას მკვლელობის მოწმეა?!

16:46 03-14-2019
634

„პრაიმტაიმმა“ დღეს გამთენიისას გატაცებულ ლევან ძაძუასა და გალში გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელიას შორის კავშირი დაადგინა. ირკვევა, რომ კვირას რუსმა ოკუპანტებმა ორივე ერთად გაიტაცეს. მოგვიანებით კი ძაძუამ გამტაცებლებისგან თავის დაღწევა შეძლო.

„პრაიმტაიმს“ ინფორმირებული წყარო უყვება, რომ დღეს დილით პირველ ოტობაიაში უამრავი სპეცრაზმელი მივიდა და ძაძუა სახლიდან ძალით გაიყვანეს.

„ყველა გაოგნებული იყო. ძალიან პატიოსანი ოჯახის შვილია. მამა იქვე სოფელში დალაქად მუშაობს. მთელი სოფელი ფეხზე იდგა. ეტყობა რუსებს შეეშინდათ, რამე არ ეთქვა ისეთი, რადგან ექიმების გარდა, ისიც მოწმე იყო იმ ამბის, რაც ირაკლი კვარაცხელიას დამართეს გალში. ალბათ ახლა „დასამუშავებლად“ წაიყვანეს“, - აცხადებს რესპონდენტი, რომლის ვინაობასაც ობიექტური მიზეზებით ვერ ვამხელთ.

პირველი ოტობაიადან 30 წლის ლევან ძაძაუას გატაცების შესახებ ინფორმაცია ცოტა ხნის წინ გავრცელდა. ერთი ვერსიით, ის სოხუმში წაიყვანეს. 

 

თეა შონია