ნაცემია სასტიკად, ისიც არ ვიცით აფხაზები არიან თუ რუსები - ოტობაიადან 30 წლის მამაკაცი გაიტაცეს

16:07 03-14-2019
125

გალის რაიონის სოფელ პირველ ოტობაიაში საქართველოს მოქალაქე 30 წლის ლევან ძაძუა დააკავეს. ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ ძაძუების ახლობლებმა განუცხადეს.

„უპატიოსნესი ბიჭი, არ ვიცით რას ერჩოდნენ,ყველანი გაოგნებულნი ვართ. ე.წ. „ომონის“ ხალხს აუყვანიათ. ნაცემია სასტიკად. ისიც არ ვიცით აფხაზები არიან თუ რუსები. სოხუმში ჰყავთ გადაყვანილი “,-განუცხადეს „პრაიმტაიმს“ ლევან ძაძუას ოჯახის ახლობლებმა

ლევან ძაძუა საკუთარი სახლიდან გაიტაცეს. ოჯახის ახლობლების განცხადებით, უცხო პირები გამთენიის ხუთ საათზე მის სახლში შეცვივდნენ და წაიყვანეს.

ავტორი: თეა შონია