რა ქნა 4-მეტრიანი ჭიდან ამოყვანილმა ძროხამ - გურული ამბავი

15:05 03-14-2019
286

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ნატანებში, ჩხაიძეების ოჯახში, ეზოს გაუქმებულ, დამშრალ ჭაში ძროხა ჩავარდა. მაშველების დახმარებით, ამოყვანილმა ცხოველმა მაშინვე ბალახის ძოვა დაიწყო.

პატრონის თქმით, გადარჩენილი პირუტყვი, სავარაუდოდ, შიმშილზე მეტად ნერვულმა შეტევამ შეაწუხა, იმდენად მოულოდნელი იყო ჭიდან ამოყვანილზე მისი ეს რეაქცია. 

ძალიან ივაჟკაცეს სამაშველოს ბიჭებმა. მიუხედავად იმისა, რომ ვიწრო ჭიდან გართულდა ძალიან ძროხის ამოყვანა,რამდენიმე წუთში ყველაფერი გააკეთეს. ამოყვანის შემდეგ მაშინვე ბალახობა დაიწყო- გვითხრა ერთ-ერთმა ჩხაიძემ.

 

 

ლაშა სარჯველაძე