როგორ გავიგოთ ნამდვილად ვუყვარვართ თუ არა მამაკაცს?

14:04 03-14-2019
741

 

მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, 172 დღეა იმისათვის საჭირო, რომ დაადგინო არის თუ არა შენს გვერდით მყოფი ადამიანი ის, ვისზეც იქორწინებდი.

თუმცა,  ცნობილი ტელეწამყვანი, ქალისა და მამაკაცის ურთიერთობაზე წიგნების ავტორი და გაცნობის საიტის შემქმნელი, სტივ ჰარვი გაცილებით უფრო მარტივ ფორმულას გვთავაზობს.

მისი თქმით, თუ საყვარელმა მამაკაცმა 1 წლიანი ურთიერთობის განმავლობაში ან 1 წლის შემდეგ, დედამისი არ გაგაცნოთ,  მაშინ თქვენ მისი რჩეული არ ხართ.

სტივ ჰარვის განმარტებით, მამაკაცის გრძნობები მარტივი ქცევებით შეგიძლიათ ამოიცნოთ. მაგალითად, თუკი ქუჩაში ხელჩაკიდებულები მიდიხართ და თქვენი პარტნიორი მამაკაცი ვინმესთან სიტყვიერ კონფლიქტში შევიდა, თუმცა ხელს მაინც არ გიშვებთ და თქვენს დაცვას ცდილობს, მაშინ მას უყვარხართ.

მამაკაცების საყურადღებოდ კი სტივ ჰარვის ერთი საინტერესო მაგალითი მოჰყავს: "თუ თქვენი პარტნიორი ქალი გადაწყვეტს, რომ თქვენი საყვარელი კერძი მოამზადოს, რომელსაც დედათქვენი გიმზადებდათ, თუმცა უგემური გამოუვა და თქვენ მაინც მიირთმევთ, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ქალის მიმართ სერიოზული გრძნობები გაქვთ".

გარდა ამისა, სტივ ჰარვი აცხადებს, რომ თუ მამაკაცი ყველა წინადადებაში „მე“-ს ნაცვლად „ჩვენ“-ს ამბობს, მაშინ აქ ნამდვილად სიყვარულია და მას ქალთან სერიოზული ურთიერთობა სურს.

 

ავტორი: მარიამ გიგანი