ტოჩინოშინი წინსვლას განაგრძობს! (ვიდეო)

13:15 03-14-2019
61

სუმოში, ჰარუ ბაშოზე მესამე გამარჯვება მოიპოვა ტოჩინოშინმა. ლევან გორგაძე მე-5 შეხვედრაში ბრაზილიელ მაეგაშირა კაისეის დაუპირისპირდა და დოჰიოდან იორიკირით გადაიყვანა. ამ გამაჯრვების შემდეგ ტოჩინოშინს მოგება-წაგებათა ბალანსი 3:2-ზე გაუხდა.

ქართველი გოლიათის მომდევნო მეტოქე კომუსუბი მიტაკეუმი იქნება, რომელაც ლევანი ურთიერთშეხვედრებში 6:3-ს უგებს.  

ავტორი: ირაკლი გოგვაძე