ბათუმში საკონდიტრო მაღაზიიდან ფულთან ერთად სავარაუდოდ ნამცხვრებიც მოიპარეს

13:12 03-14-2019
99

ბათუმში, გვიან ღამით საკონდიტრო მაღაზია გაქურდეს. წაღებულია თანხა, დამტვრეულია კარები და მინები.

როგორც ადგილზე  ,,პრაიმტაიმს'' განუცხადეს, მაღაზიიდან თანხასთან ერთად სავარაუდოდ, ნამცხვრებიც მოიპარეს და ეს გაქურდვის მესამე შემთხვევაა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება ქურდობის მუხლით მიმდინარეობს. 

 

თეონა აბესაძე