მამა შვილს გინებას აიძულებს - შემზარავი რეალობა (video)

13:05 03-14-2019
5746

18+ - როგორ იზრდებიან ბავშვები საქართველოში და რას ასწავლიან მშობლები მათ. შემზარავი რეალობა - ამის შესახებ სოციალურ ქსელში Captain Domenic Mango ვიდეოს აქვეყნებს. როგორც დომენიკ მანგო წერს, აღნიშნული ფაქტით სოციალური მომსახურების სააგენტო და შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია უნდა დაინტერესდეს. 

ვიდეომ სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება და აღშფოთება გამოიწვია. 

როგორც პრაიმტაიმს სოციალური მომსახურების სააგენტოში განუცხადეს, ოჯახის იდენტიფიცირების შემდეგ სოციალური მუშაკი ოჯახში მივა და გადაამოწმებს.  

ასევე, ფაქტით სახალხო დამცველი დაინტერესდება და შეისწავლის. 

ვიდეო იუთუბზე დღეს აიტვირთა და შემდეგ სოციალურ ქსელში გავრცელდა.