"ომეგა ჯგუფის" თანამშრომლები ბიძინა ივანიშვილს მიმართავენ

12:56 03-14-2019
53

ომეგა ჯგუფში შემავალი თამბაქოს საწარმოს თანამშრომლები კვლავ მუშაობის გაგრძელების შესაძლებლობას ითხოვენ. ამჯერად 1 500 თანამშრომლის სახელით მიმართვა ბიძინა ივანიშვილის მისამართით გაჟღერდა. კომპანია ო ჯი თი-ში დასაქმებულები მმართველი პარტიის თავმჯდომარეს ქვეყნის რეალურ მმართველად მოიხსენიებენ და ამბობენ, რომ მათი შრომითი უფლებების აღდგენაზე პასუხისმგებლობა სწორედ ივანიშვილმა უნდა აიღოს. 

როგორც დღევანდელ პრესკონფერენციაზე აღინიშნა, თამბაქოს საწარმო უკვე მესამე თვეა კვლავ გაჩერებულია. ომეგა ფინანსთა სამინისტროსთან და შემოსავლების სამსახურთან შეთანხმებას ითხოვს. საუბარია აქციზური მარკების გაცემაზე და შესაბამისად ფაბრიკის მუშაობის გაგრძელების შესაძლებლობაზე. პარალელურად დაახლოებით 7 წელზე გაწერილი გრაფიკის გაფორმებაზე, რომლის დამტკიცების შემთხვევაში კომპანია წარმოშობილი დავალიანების, დაახლოებით 53 მილიონი ლარის გადახდის ვალდებულებას აიღებს.