ნიკოლოზ ბასილაშვილი ზაზა ფაჩულიას მატჩს დაესწრო

10:57 03-14-2019
79

ნიკოლოზ ბასილაშვილი მაიამიში ზაზა ფაჩულიას თამაშს დაესწრო. 

NBA-ს მორიგ ტურში, ქართველი ცენტრის გუნდი „მაიამი ჰიტს“ ესტუმრა და 108:74 დამარცხდა.

ფაჩულიამ მოედანზე 14 წუთამდე გაატარა და ამ დროის განმავლობაში 4 ქულა, 6 მოხსნა და 3 პასი მოაგროვა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ქართველი კალათბურთელი და ნიკოლოზ ბასილაშვილი ერთმანეთს შეხვდნენ და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.

ავტორი: ირაკლი გოგვაძე