"ცუკერბერგი: „რას დავაჭირე ამისთანას", - Fb რეაქციები სოციალური ქსელის ხარვეზზე

10:42 03-14-2019
827

გუშინ საღამოს ფეისბუქზე და ინსტაგრამზე წვდომის შეზღუდვამ სოციალური ქსელის ქართველი მომხმარებლების ნაწილი დააპანიკა, ნაწილი კი - ხუმრობის ხასიათზე დააყენა. 

მოგვიანებით ფეისბუქის ადმინისტრაციამ ოფიციალური განცხადებაც გაავრცელა, სადაც საუბარი იყო იმაზე, რომ ორივე სოციალურ ქსელში შეწყდა პოსტების გამოქვეყნების, ასევე შეტყობინებების გაგზავნის და მიღების შესაძლებლობა, თუმცა, რა გახდა ამის მიზეზი, ადმინისტრაცია არ საუბრობს.