ქართველი გოგონა UFC-ში იბრძოლებს!

10:22 03-14-2019
402

ლიანა ჯოჯუა პირველი ქართველი მებრძოლი გოგონაა, რომელიც UFC-ში იასპარეზებს. 23 წლის სპორტსმენმა კლუბთან კონტრაქტი გუშინ გააფორმა. ჯოჯუა 61 კგ წონით კატეგორიაში იასპარეზებს.

ამჟამად, ქართველი მებრძოლი რუსული საბრძოლო კლუბ „Fight Club Akhmat“-ში ირიცხება, მაგრამ ყველა საერთაშორისო ტურნირზე საქართველოს სახელით გამოდის. 23 წლის ჯოჯუა MMA-ში საჩემპიონო ქამრის მფლობელია. შერეულ ორთაბრძოლებში მას 9 შეხვედრა აქვს გამართული და 7-ჯერ მოახერხა გამარჯვება. სპორტის ამ სახეობაში მას ზედმეტსახელად „მგელი“ შეარქვეს.

ჯერჯერობით უცნობია ვინ იქნება მისი მეტოქე და როდის გაიმართება პირველი ორთაბრძოლა. ჯოჯუა მეოთხე ქართველი სპორტსმენი იქნება, რომელიც UFC-ში იასპარეზებს. მის გარდა ამ ლიგაში ლევან მაყაშვილი, მერაბ დვალიშვილი და რომან დოლიძე გამოდიან.