მსოფლიო ჩემპიონატზე ლაშა თაქთაქიშვილმა 3 მედალი მოიპოვა

08:35 03-14-2019
130

ლას-ვეგასში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ლაშა თაქთაქიშვილმა ატაცში, სამივე ცდა წარმატებით გამოიყენა და ვერცხლის მედალს დაეუფლა.

ქართველმა ძალოსანმა აკვრაში 154, 160 დაძლია და აქაც ვერცხლის მედლის მოპოვება შეძლო, ასეთივე შედეგით დაასრულა ორჭიდის ჯამი 290 და კვარცხლბეკის მეორე საფეხურზე ავიდა.

აღსანიშნავია, რომ თაქთაქიშვილმა მსოფლიო ჩემპიონატის მედლებთან ერთად საქართველოს ორი რეკორდის დამყარებაც შეძლო. მან საკუთარი რეკორდი 3 კილოგრამით გააუმჯობესა.