ქართველმა მოკრივეებმა ევროპის ჩემპიონატზე გაიმარჯვეს

22:06 03-13-2019
104

ნოდარ დარბაიძე , არტიუშ გომციანი  და ნიკოლოზ ბეგაძე,  ის ქართველი მოკრივეები არიან, რომლებმაც დღეს ევროპის ჩემპიონატზე გაიმარჯვეს და საქართველოს ნაკრებს სულ მცირე ბრინჯაოს მედლები უკვე შესძინეს. 

შეგახსენებთ რომ ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში  ჩვენი ოთხი მოკრივე იასპარეზებს:

 1) ანა ხუნჯუა - 54 კგ

 2) ნოდარ დარბაიძე - 52 კგ 

3) არტიუშ გომციანი -56 კგ 

4) ნიკოლოზ ბეგაძე - 91 კგ

 ნახევარფინალური შეხვედრები  15 მარტს გაიმართება.