ქართველების მიერ დაფუძნებული კომპანია გერმანულ MHB Bank-ს ყიდულობს

17:31 03-13-2019
94

ქართველი ბიზნესმენების მიერ დაფუძნებული კომპანია Raisin-ი გერმანულ MHB Bank-ს ყიდულობს.

MHB Bank-ი გერმანიაში ერთ-ერთ წამყვან საფინანსო ორგანიზაციად მიიჩნევა. მისი შეძენით  Raisin-ი საფინანსო ბაზარზე გაფართოებას და მეტ განვითარებას ელოდება. კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი ბიზნესმენი თამაზ გიორგაძეა. Raisin-ი 2013 წლიდან გერმანიაშია ბაზირებული. კომპანიის პლატფორმა მომხმარებელს მასზე მორგებული სადეპოზიტო პროდუქტის შეძენაში ეხმარება. სერვისს მომხმარებლები მსოფლიოს 31 ქვეყანაში ყავს.

როგორც თამაზ გიორგაძე ამბობს, საბანკო ლიცენზიის არქონა მათი კომპანიისთვის ევროპაში გაფართოებისთვის დაბრკოლებას წარმოადგენდა. MHB Bank-ის შეძენასთან დაკავშირებული გარიგების დეტალები ჯერ უცნობია. ქართველების დაფუძნებული კომპანია მარეგულირებლის თანხმობას ელოდება.

წყარო : Forbes Georgia