რატომ ვერ იწერს მალხაზ ქვრივიშვილი ჯვარს თავის ცოლზე - „მავანნი რომ დამშიდდეს, ხელს მოვაწერთ“ Exclusive

16:53 03-13-2019
2056

ხუთწლიანი თავისუფლების შემდეგ მსახიობმა მალხაზ ქვრივიშვილმა ისევ იქორწინა. ვნებათაღელვით აღსავსე ცხოვრებისგან მსახიობმა ტაიმ აუტი აიღო და ცოტა ხანი ავანსცენას გაეცალა. თუმცა კულისებში დიდ ხანს არ დაუყვია. ჯერ იყო მეგობრობა, თუმცა სიყვარულიც მალევე მოვიდა. 

მსახიობის რჩეული პროფესიით ჟურნალისტი ხათუნა ფეიქრიშვილია. ერთმანეთს გაცილებით ადრე იცნობდნენ, თუმცა დაახლოება-დამეგობრება გადასაღებ მოედანზე მოხდა. სერიალში, რომლის გადაღებაც შემდეგ აღარ გაგრძელებულა, ხათუნა მიწვეული მსახიობის სტატუსით იყო. მახო ქალის პიროვნებამ და მისმა ღიმილმა მოხიბლა, ხათუნა კი მსახიობის ხასიათის იმ შტრიხებმა, რომელიც მისთვის აღმოჩენა იყო. „თბილი, მოსიყვარულე და კეთილი ადამიანია, ღიმილიც კეთილი აქვს“ - საყვარელ ქალზე ექსკლუზიურად „პრაიმტაიმთან“ ამბობს მახო. 

ეს ქორწინება ორივესთვის მესამეა. ხათუნას მსგავსად მახოც ორჯერ იყო ქორწინებაში, თუმცა ამ უკანასკნელს რამდენიმე წლის მანძილზე მეგობარი ქალიც ჰყავდა. საკმად დიდი გამოცდილების მქონე მამაკაცს დაქორწინების ეშინოდა. თუმცა 56 წლის მალხაზმა 46 წლის ხათუნაზე დაქორინება მაინც „გაბედა.“ წყვილი თანხმდება იმაზე, რომ ახლა სიმშვიდის პერიოდი უდგას. სწორედ ამიტომაც დუმდნენ, „პრაიმტაიმი“ კი ამ დუმილს არღვევინებს.

 

„ყოველთვის თვალები მყიდის“

მალხაზ ქვრივიშვილი: - ყოველივე იქიდან გამომდინარე, რა ცხოვრებაც განვლე, ვერიდებოდი დაქორწინებას. სერიოზული ურთიერთობისთვის და ამ პასუხისმგებლობითვის მზად არ ვიყავი. მეშინოდა, ამიტომაც თავს ვარიდებდი ჩემი და ხათუნას ურთიერთობის გასერიოზულებას. 

- ეს შიში რამ გადაგალახინა?

- ხათუნამ და სიტუაციამ. მან დამარწმუნა იმაში, რომ ნამდვილად ისეთი ადამიანია, ვინც მე მჭირდება. ხათუნა საუკეთესო აღმოჩენაა ჩემთვის. უერთგულესი ადამიანია და ძალიან შემიყვარდა. 

- როდის გამოუტყდი სიყვარულში?

- სიმართლე გითხრათ, დიდ ხანს ვერ ვუტყდებოდი. თუმცა მე ყოველთვის თვალები მყიდის. 

ხათუნა ფეიქრიშვილი: - დახლოებამდე მალხაზზე სხვა წარმოდგენა მქონდა. ტელეეკრანიდან, ჟურნალებიდან ვიცნობდი და მეგონა, არასერიოზულად ეკიდებოდა ოჯახის თემას. არც მე გამიმართლა ორჯერ და ამ მხრივ მეც ფრთილად ვიყავი. და ამ ყოველივეს შემდეგ ძალიან მაგარი ადამიანი აღმოვაჩინე. მე დავიწყე აქტიურობა, ვწერდი, ვეკონტაქტებოდი, ვსაუბრობდით, დავახლოვდით... გრძნობას რომ ვატყობდი და თან ვხედავდი რაღაც აბრკოლებდა, ამიტომაც გავაქტიურდი. დაკარგვა არ მინდოდა... უზომოდ თბილი, კეთილი და ერთგული ადამიანია. სულ სხვა იმიჯი შეუქმნეს. ამ დროს აბსოლუტურად უღალატო ადამიანია.

 

მექალთანე მახო

მალხაზი: - ჩემი ეს მექალთანეს იმიჯი სერიალიდან - „ძილის წინ“ წამოვიდა. იქ ორ ქალს ვეფლირტავებოდი. თორემ ვის გვერდითაც მიცხოვრია, მისთვის არასდროს მიღალატია. 

ხათუნა: - მე ჩემს ცხოვრებაში ასეთი კომფორტული ადამიანი არ შემხვედრია. ადამიანთან დაძაბული რომ არ ხარ, ეს ყველაზე დიდი ბედნიერებაა. 

- თქვენს ურთიერთობას რაიმე წინაამღდეგობა ხომ არ შეხვედრია?

- ახლა რომ გაჟღერდება ჩვენი ურთიერთობა, უკვე მეშინია. 

- რისი?

მახო: - უკვე დიდი ხანია მშვიდაცდ ვცხოვრობ, ჩემთვის და არ გამოვჩენილვარ. ვეწვალები ცხოვრობას, შვილებს ვუვლი... ცუდი ენები ყოვეთვის იყო ჩემს გარშემო, ვიღაცას მოსწონს ჩემი რჩეული, ვიღაცას - არა. ამან დამღალა და ამ ყველაფერს ვერიდებოდი. ჩემი თავი ამ ყველაფრიდან თვითონვე მოვიკვეთე. ჩვენზე ჯერ არაფერი დაწერილა. პირველად შენ წერ. არც მინდოდა პირადი ცხოვრების აფიშირება. იმდენი პრობლემაა ჩვენს ქვეყანაში, ვის აინტერესებს ჩემი პირადი. თან გადაიღალა ხალხი ამ ჩემი პირადით, რომლიც ტოტალიზატორივითაა - გაშორდება, არ გაშორდება? დარჩება ბოლომდე თუ - არა? 

ხათუნა: - რაც მეტმა იცის, მეტი ერევა ურთირთობაში. ჩემთვის ჩემი შექმნილი შთაბეჭდილებაა მთავარი, ვინ რას იტყვის არ მაინტერესებს. მე და მახო ზუსტად იმ ასაკში შევხვდით ერთმანეთს, როცა უნდა შევხვედროდით. ახლა სიმშვიდის პერიოდი გვაქვს.

 

ახალი წლის ღამე

- ამ შიში ფონზე როგორ გადაწყვიტეთ ქორწინება?

ხათუნა: - მივხვდით, რომ ერთად ცხოვრება გვინდოდა. არ დაგვიგეგმავს. ახალი წლის წინა ღამეს, ჩემს ოჯახში, ჩემი ოჯახის წევრების გასაცნობად ამოვიდა. გაიცნო დედა, ჩემი ქალიშვილი, სიძე და შვილიშვილი ალექსანდრე. იმ ღამესვე წამიყვანა და მას შემდეგ ერთ ჭერქვეშ ვცხოვრობთ. მე ერთი შვილი მყავს, მახოს - სამი. სულ დიდ ოჯახზე ვოცნებობდი. ყველას ერთმანეთთან გადასარევი ურთიერთობა გვაქვს. დიდი მხიარული ოჯახია. ჯვარს ვერ ვიწერთ, მესამე ჯვრისწერა აღარ შეიძლება და რომ არ დაგიმალოთ, სამოქალაქო ქორწინებას ჩემთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს. მავანნი რომ დამშვიდდეს, ხელს მოვაწერთ. 

- მოკლედ, ბებია-ბაბუამ იქორწინეთ?

- კი, ბებია-ბაბუამ. ძალიან მხიარულად ვართ, ბავშვები მიგვყავს- მოგვყავს. ბედნირად და მშვიდად ვცხოვრობთ.

 

„გული მისკდება ჩვენზე რომ უნდა დაწერო“

- მახო, ამ ეტაპს რას დაარქმევდი?

- მართლა ეტაპებად შეიძლება დაიყოს ადამიანის ცხოვრება. ახალგაზრდა მსახიობი ხარ, დროში შეზღუდული, კონკრეტული გარემოებაა, ბევრი რამ იცვლბა... არავინ თქვას, რომ ადამიანი და მისი აზროვნება არ იცვლებაო. ყალიბდები, გამოცდილებას იძენ, უშვებ შეცდომებს - ცხოვრებაა რა. ბევრს გული ვატკინე, ბევრმა - აქეთ მატკინა. ასე ხდება, პერიოდებია, თორემ ვის უნდა ოჯახის დანგრევა? მე უფრო მშენებლობისკენ და პროგრესისიკენ ვარ, ვიდრე დანგრევა-რეგრესისკენ. რაც არ გამოგდის, უნდა დაეტიო ტყავში. და აჰა გამოჩნდა ეს ადამიანი და მე ისევ ტყავიდან გამოვედი. 

ხათუნა: - გაგიმხელთ, მე არც მიკამათია მახოსთან და უკვე მეშინია.

მახო: - უკვე გული მისკდება ჩვენზე რომ უნდა დაწერო, ხომ ვიცი, აიტაცებენ.

 

 

 

თამარ გონგაძე