#Trashtag: მიიღე გამოწვევა და დაასუფთავე დაბინძურებული ადგილი

16:11 03-13-2019
584

სოციალურ მედიაში ახალი ონლაინ-გამოწვევა გამოჩნდა, რომელშიც უკვე ათასობით ადამიანი იღებს მონაწოლეობას.

#Trashtag ახალი ვირუსული „ჰეშთეგია“, რომელიც მოუწოდებს სოციალური მედიის მომხმარებლებს აირჩიონ მათთან ახლოს მდებარე დანაგვიანებული ადგილი და დაალაგონ.

გამოწვევის ფარგლებში, საჭიროა ფოტოების გადაღებაც, თუ როგორ გამოიყურებოდა ესა თუ ის ადგილი დასუფთავებამდე და დასუფთავების შემდეგ.

ახალი გამოწვევა არაერთმა მოხალისემ მიიღო.  მათ დაასუფთავეს სანაპიროები, სკვერები და გზები.

ავტორი: მარიამ გიგანი