სამეფო ოჯახის უცნაური კვების რაციონი - დედოფალი ტრადიციებს არღვევს?!

15:42 03-13-2019
1408

დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ მეორე, სამეფო ტრადიციებს ნაწილობრივ  არღვევს. იუნძორის ტაძარი - რეზიდენცია ქალაქგარეთ, რომელიც სამეფო ოჯახის ყველაზე საყვარელი ადგილია. ტრადიციები, ათწლეულების განმავლობაში, არ იცვლება. ეს არა მარტო დაგეგმილი სადილის ეტიკეტს, არამედ სამზარეულოს წეს-ჩვეულებებსაც ეხება. ედუარდ III - ის მეფობის დროინდელი სუფრის წესები, ჯერ კიდევ უცვლელია, მაგრამ მოქმედმა დედოფალმა ელისაბედ II-მ, სამეფო სუფრის კორექტირება მაინც მოახდინა. "US Weekly"-თან ინტერვიუში, სამეფო ოჯახის ყოფილი შეფ-მზარეული, დარენ მაკგრედი, სამეფო ოჯახის კვების რაციონზე საუბრობს:

ყინული - ბურთის ფორმის!  

 

 

 

დარენის ინფორმაციით, დედოფალს არ მოსწონს, ოთხკუთხედის ფორმის ყინული, ამიტომ სასხლეში, ყინულს მრგვალი ფორმის ჭურჭელში ამზადებენ - ამბობს, უფრო მელოდიურად ჟღერსო.  
არავითარი ნიორი!
ელისაბედ II, ნივრის სუნს ვერ იტანს და ამის გამო, არც ერთ კვების რაციონს, არ ამატებენ. 
მხოლოდ ახალი ხილი!  

სასახლეში, გენმოდიფიცირებული პროდუქტების გამოყენება, სრულიად აკრძალულია. დედოფალი, მხოლოდ სეზონურ ხილს და ბოსტნეულს ცნობს. "მთელი ზაფხულის განმავლობაში, ყოველ დილით ახალ დაკრეფილ მარწყვს მიირთმევს, მაგრამ თუკი იანვარში კვების რაციონში შეიტანეს, დედოფალი მაშინვე ახსნა-განმარტებას მოითხოვს" - ამბობს მაკგრედი. 

 

არანაირი მაკარონი! 

 

მაღალი კალორიულობის გამო ბრინჯს, მაკარონს და კარტოფილს, სასახლეში იშვიათად მიირთმევენ, მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში ან დილის საუზმეზე. სამეფო სადილი, მსუბუქ რაციონს შედგენს: მაგალითად გრილზე შემწვარი ქათამი, ან ლოსოსი ბოსტნეულთან ერთად. 

ბევრი შოკოლადი!   

 

დედოფალი, თავს უფლებას აძლევს, დილის საუზმე, ერთი ჭიქა "ერლ გრეის" და ერთი ულუფა შოკოლადის ბისკვიტით დაიწყოს.  

ერთი ბოკალი ალკოჰოლური მაგარი სასმელი! 

 

 

სადილამდე, ელისაბედი თავს განტვირთვის უფლებას აძლევს და კოქტეილს ჯინთან ერთად, ან მსუბუქად, ღვინოს მიირთმევს. დედოფალი, მარტინის და ძლიერ სასმელებს, მშრალ ღვინოდ თვლის. დღის განმავლობაში, ელისაბედ მეორე, ოთხი სახის ალკოჰოლურ სასმელს მიირთმევს.

 

ავტორი: რუსა ღვანიძე