დედაქალაქში მეორადი საბურავების, შავი და ფერადი ლითონის ჯართის განთავსება მკაცრად გაკონტროლდება

11:49 03-13-2019
27

დედაქალაქში მეორადი საბურავების, შავი და ფერადი ლითონის, სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნაწილების მარტივად აალებადი ფეთქებადი ნივთების განთავსება მკაცრად გაკონტროლდება - ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე, თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

მერის თქმით, არსებობს გენერალური გეგმა, რომლის თანახმადაც, შეიქმნება ბუფერული ზონები, რომლებიც გარემოს მავნე ზეგავლენისგან დაიცავს. ხოლო რაც შეეხება აალებად-ფეთქებად ნივთებს, მხოლოდ დაშვებულ ზონებში განთავსება და გარკვეული წესებით დარეგულირდება. 

სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ელიავას ბაზრობა, რომელიც საცხოვრებელი ზონაა და უამრავი ადამიანი ცხოვრობს. იქ პირდაპირ ხდება ზემოთხსენებული მასალების ყიდვა-გაყიდვა და ა.შ. ეს სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს გარემოსა და ჯანმრთელობის თვალსაზრისით, ასევე იქ მცხოვრებთათვის და ზოგადად ქალაქისთვის.  ამიტომ ნაბიჯ-ნაბიჯ მივალთ იმ ეტაპამდე, როცა ქალაქში იქნება პოზიტიური ეკოლოგიური ცვლილებები.