სალომე ზურაბიშვილი დღეს სომხეთს ეწვევა

08:21 03-13-2019
33

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს სომხეთში ოფიციალური ვიზიტით გაემგზავრება.

სალომე ზურაბიშვილი ერევანში სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, არმენ სარგსიანს პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, დელეგაციების თანხლებით შეხვდება. 

სალომე ზურაბიშვილი ასევე შეხვდება სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანსა და ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს, არარატ მირზოიანს.

საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი 14 მარტს დასრულდება.