კახა კალაძე -" გაზპრომთან“ გაფორმებული ხელშეკრულება მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს ატარებს

20:13 03-12-2019
28

"დარწმუნებული ვარ  „გაზპრომთან“ გაფორმებული  ხელშეკრულება მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს ატარებს"- ამის შესახებ ყოფილმა ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ „გაზპრომთან“ ხელშეკრულების საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.

"როდესაც  მე, ენერგეტიკის მინისტრი ვიყავი, ძალიან რთული მოლაპარაკებები იყო,  თუმცა  ყოველთვის ისეთ გადაწყვეტილებებს ვიღებდი,  რომელიც მნიშვნელოვანი იყო ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკული სტაბილურობისთვის“- განაცხადა კახა კალაძემ.