ვიდეოები

1713782289

VIDEO: რა ვითარებაა გერმანიაში, სადაც ძლიერი თოვის გამო პრობლემები შეიქმნა

გერმანიის რეგიონების ნაწილში ძლიერმა თოვამ გზებზე ქაოსი გამოიწვია. ამის შესახებ euronews-ი წერს.გამოცემის ინფორმაციით, ბავარიასა და ჰესეში თოვლის საფარის სისქემ 10 სანტიმეტრს მიაღწია. იქიდან გამომდინარე, რომ მძღოლები უკვე ზაფხულის საბურავებზე არიან გადასულები, გზებზე არაერთი ინციდენტი დაფიქსირდა. ჰესენში ჩამოვარდნილი ხეების გამო რამდენიმე მსხვილი გზა დაიბლოკა. 

დიდთოვლობა გერმანიაში

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ქართული ფული

1709715674

ნახეთ, რომელ სტუდენტებს დაუფინანსებს მერია გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურს

„თბილისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შშმ სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, განცხადებების მიღება იწყება“, – ამის შესახებ თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.კახა კალაძის თქმით, აღნიშნული პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია და ხელს უწყობს იმ უამრავ ახალგაზრდას, ვისაც მხარდაჭერა და თანადგომა სჭირდება.„მინდა, დავიწყო მნიშვნელოვან პროგრამასთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე წელია, მიმდინარეობს. ეს არის სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამა. მინდა, ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ მოგაწოდოთ ინფორმაცია. 6 მარტიდან სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით ვიწყებთ განცხადებების მიღებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.თბილისის მერის თქმითვე, დაფინანსდებიან თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირები, რომლებიც ირიცხებიან ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის აკადემიურ საფეხურზე, აქვთ სტუდენტის აქტიური სტატუსი და არიან მრავალშვილიანი ოჯახის წევრები, სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში ან აქვთ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი.გასაცემი დაფინანსების ოდენობა დამოკიდებულია სტუდენტის მიერ წინა სემესტრში გავლილ საგნებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულ ქულაზე და სტუდენტებს შეუძლიათ, მიიღონ სემესტრული თანხის ფარგლებში არაუმეტეს 1125 ლარი. 50, 70 ან 100-პროცენტიანი დაფინანსება“, -თქვა კახა კალაძემ.

სხვა სიახლეები

რიკოთი

საზოგადოება 1713932348

რიკოთის ძველ გვირაბში შეზღუდვები დაწესდება

 საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 143-ე კმ-ზე მდებარე რიკოთის საავტომობილო გვირაბში (ძველი გვირაბი), პროფილაქტიკური და დასუფთავების სამუშაოების ჩატარების მიზნით, 2024 წლის 24 აპრილიდან 25 აპრილის ჩათვლით  01:00 სთ-დან 06:00 სთ-მდე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა სავალი ნაწილის ერთ ზოლზე რევერსულად განხორციელდება.დროის აღნიშნულ პერიოდში, საავტომობილო გზის სურამის კვანძი-ზესტაფონის (კმ132-კმ200) მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება.აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

რკინიგზა

საზოგადოება 1713932064

საქართველოს რკინიგზა განცხადებას ავრცელებს

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოს რკინიგზა, ბათუმისა და ფოთის მიმართულებით, დამატებით რეისებს ნიშნავს.რკინიგზა დამატებული რეისების მოძრაობის განრიგს აქვეყნებს.“ბილეთების შეძენა შესაძლებელია: ჩვენი ვებგვერდის საშუალებით; სწრაფი გადახდის აპარატებით; საქართველოს რკინიგზის სალაროებში; საქართველოს რკინიგზის პარტნიორი კომპანიების მეშვეობით”, – აღნიშნულია რკინიგზის ინფორმაციაში.

ზურიკო დავითაშვილი

საზოგადოება 1713931891

ზურიკო დავითაშვილმა „ბორდოს“ შემადგენლობაში მორიგი გოლი გაიტანა

 ზურიკო დავითაშვილი წარმატებულ სერიას აგრძელებს. ქართველმა ფეხბურთელმა „ბორდოს“ შემადგენლობაში მორიგი გოლი გაიტანა, ხოლო მისმა გუნდმა „დიუნკერკი“ 2:0 დაამარცხა.საფრანგეთის ლიგა 2-ის 34-ე ტურის მატჩში „ბორდომ“ მეტოქეს საკუთარ სტადიონზე უმასპინძლა და უპირატესობა პირველივე ტაიმში მოიპოვა. 38-ე წუთზე მასპინძლები სლოვენიელმა, ზან ვიპოტნიკმა დააწინაურა.მეორე ტაიმი ერთი წუთის დაწყებული იყო, როდესაც ზურიკო დავითაშვილმა გოლი გაიტანა. ქართველი ფეხბურთელი საჯარიმოში მარცხენა ფლანგიდან შევიდა და ეფექტური დარტყმით მეკარეს ბურთი თავზე გადაუგდო.აღსანიშნავია, რომ საბერძნეთთან ევრო 2024-ის პოლეი ოფის მატჩის შემდეგ გუნდში დაბრუნებულმა დავითაშვილმა 5 მატჩში 3 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე გადაცემა შეასრულა.„ბორდომ“ 34 ტურის შემდეგ 44 ქულა დააგროვა და საფრანგეთის ლიგა 2-ში მე-14 ადგილზეა.

ნინი

ტაბლოიდი 1713903416

„პროექტიდან მინდა გასვლა, გამიყვანეთ...“ - რა მოხდა ,,პრამ ჰაუსში“

ნინი გიგაურმა მაზანასთან კონფლიქტის გამო ემოციები ვერ შეიკავა და ატირდა.„პროექტიდან მინდა გასვლა, გამიყვანეთ, ვის ამასხარავებინებთ თავს, საერთოდ აღარ მინდა აქ ყოფნა...“, - ამბობს ნინი გიგაური. ნინის პროექტიდან წასვლა სალომე ბარათაშვილმა გადააფიქრებინა. 

თილისმა

ჰოროსკოპი 1713903305

ზოდიაქოს ნიშანთა თილისმები - ნახეთ, რა უნდა ატაროთ

ვერძმა ოქროს სამკაული უნდა ატაროს. ძველ ეგვიპტეში ოქრო სიბრძნის სიმბოლო იყო. ჩინელები უკვდავების მისაღწევად, ღვინოში არეულ ოქროს მტვერს სვამდნენ.კურო სიმდიდრისა და სიბრძნის ზოდიაქოდ მიიჩნევა. კუროს თილისმა სპილოა. იგი ქვის ან ხის უნდა იყოს. სპილოს ძვლის თილისმა სიკეთეს არ მოგიტანთ. ტყუპმა გასაღები უნდა ატაროს. სიმბოლურად, მას ყველა კარის გაღება შეეძლება. ძველად, მტკივან ადგილზე გახურებულ გასაღებს იდებდნენ.კირჩხიბის თილისმა მთვარის გამოსახულებაა. მისი დახმარებით, სიყვარულს იპოვის და ოჯახურ ბედნიერებას მოიპოვებს. უმჯობესია, ვერცხლისგან დამზადებული ნახევარმთვარის გამოსახულება ატაროს.ვარსკვლავი წარმატების მომტანი სიმბოლოა.ლომის თილისმა ქარვის ან ბროლის ვარსკვლავი გახდება.ქალწული სიბრძნისა და კეთილგონიერების სიმბოლოა. მისი თილისმაა ბუ. სასურველია, სახლში ამ ფრინველის ფიგურა ან მისი ბუმბული ჰქონდეს.სასწორის თილისმა გულია. მნიშვნელობა არა აქვს, რა მასალისა და ფერის იქნება იგი.მორიელმა მალაქიტის ან მწვანე მინის ბაყაყის ფიგურა უნდა ატაროს. ძველ ეგვიპტელებს მიაჩნდათ, რომ ბაყაყი ფეხმძიმე ქალებს მფარველობდა.მშვილდოსნის თილისმა იაშმის სკარაბეუსია. ძველი ბერძნებისთვის იგი ერთგულებისა და დღეგრძელობის სიმბოლო იყო.იაპონიაში ახალდაქორწინებულებს კუს გამოსახულებას მიართმევენ, რომ ერთმანეთს ტკბილად შეაბერდნენ და გამრავლდნენ. უკვდავების სიმბოლო - კუ თხის რქის თილისმაა.მერწყულის თილისმა მინის ან ფაიფურის ანგელოზის ფიგურაა.ძველად ნიჟარაზე მკითხაობდნენ: თუ წყალში ჩაგდებული ნიჟარა წყალზე იტივტივებდა, სიკეთეს მოასწავებდა, ჩაძირული - უბედურებას. ნიჟარა ზოგადად თევზების თილისმაა.