ქართული კორპორატიული ობლიგაცია გამარტივებული გზით საერთაშორისო ბაზარზე დღეს პირველად გაიყიდა.

19:53 03-11-2019
27

დღეს ქლიარსტრიმის (Clearstream) საშუალებით ქართული კორპორატიული ობლიგაციის ტრანზაქცია პირველად განხორციელდა.

საერთაშორისო ცენტრალური დეპოზიტარის, ქლიარსტრიმის (Clearstream) საშუალებით ფასიანი ქაღალდების შენახვა და ანგარიშსწორება სახელმწიფო და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან ერთად კერძო კომპანიებსაც შეუძლიათ.

სების ინფორმაციით, ქლიარსტრიმი საქართველოში 2016 წლიდან შემოვიდა, რითაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების ინვესტორებს ქართულ ფასიანი ქაღალდების ბაზარზე უსაფრთხო ინვესტიციების განხორციელების საშუალება მისცა. ქლიარსტრიმის დახმარებით ინვესტორებს, რომლებსაც ანგარიში უცხოურ ვალუტაში აქვთ გახსნილი მარტივად შეუძლიათ თანხები ქართული ლარის ქვეანგარიშში დაამატონ. ამ დრომდე მსგავსი ოპერაციის შესრულება თითოეულ ინვესტორს დამოუკიდებლად, ბევრი ბიუროკრატიული ბარიერის გავლის შედეგად შეეძლო.

შეიძლება ითქვას, რომ ინვესტორების ქართულ ფინანსურ ბაზარზე გამარტივებული წვდომის საშუალება ეკონომიკის გაჯანსაღებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენა იქნება.