ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი ია ხობუა გარდაიცვალა

15:31 03-11-2019
911

ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი, სახალხო არტისტი ია ხობუა, 81 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მსახიობმა ქართულ ფილმში შემოქმედებითი საქმიანობა, 1958 წლიდან დაიწყო.

მან, ქართული კინოს ისტორიაში, უამრავი საინტერესო სახე შექმნა. მონაწილეობდა ცნობილ მხატვრულ ფილმებში "ლუარსაბ თათქარიძე" - შეასრულა დარეჯანის როლი; "დათა თუთაშხია" - შეასრულა ფატის როლი; "ნატვრის ხე" - შეასრულა გედიას დედის როლი და ა.შ.

ია ხობუა, მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი იყო. მონაწილეობდა სპექტაკლებში "დარაბებს მიღმა გაზაფხულია", "ექვსი შინაბერა და ერთი მამაკაცი" და სხვა. კინოსა და თეატრის მსახიობი, სახალხო არტისტი ია ხობუა, 81 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ია ხობუა 1938 წლის 26 ივლისს, ქალაქ ბათუმში დაიბადა და მაყურებელს თავი არაერთი სპექტაკლითა და კინოროლით დაამახსოვრა.  

ქართულ კინოში შემოქმედებითი საქმიანობა, 1958 წელს დაიწყო. შესრულებული აქვს როლები ფილმებში: „ნატვრის ხე“, „დათა თუთაშხია“, „ძაღლი“, „ფიროსმანი“, „ფატიმა“;  სპექტაკლებში: „ექვსი შინაბერა და ერთი მამაკაცი“, „დარაბებს მიღმა გაზაფხულია“ და სხვა ცნობილ ფილმებსა თუ სპექტაკლებში. ია ხუბიას, სახალხო არტისტის წოდება ჰქონდა მინიჭებული.

იხ. ვიდეო და ფოტო:

 

ავტორი: რუსა ღვანიძე