მოპედის სამართავად გამოცდის ჩაბარება გახდება საჭირო

14:19 03-11-2019
135

მოპედის სამართავად მოქალაქეებს მართვის მოწმობის აღება მოუწევთ. ამის შესახებ მთავრობის მიერ დამტკიცებულ საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის 2019 წლის სამოქმედო გეგმაშია ნათქვამი. შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო “პრაიმტაიმთან” საუბარში ინფორმაციას ადასტურებს, თუმცა როდის შევა კანონი ძალაში, ამას არ აკონკრეტებენ.

სამოქმედო გეგმის თანახმად, მართვის მოწმობის კატეგორიებს AM (მოპედი) კატეგორია დაემატა. 

ამავე გეგმის თანახმად, აპირებენ „შავი წერტილების“ იდენტიფიკაციას, სადაც ყველაზე მეტი ავარია ფიქსირდება. როგორც გეგმაშია აღნიშნული, „შავი წერტილების“ დადგენის და მათი აღმოფხვრის მიზნით კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანა იგეგმება.

სამოქმედო გეგმა მართვის მოწმობის რეალურ მოძრაობაში გადატანის საკითხსაც ეხება. გეგმის თანახმად, გამოცდის რეალურ მოძრაობაში გატანის საკითხი მიმდინარე წლის პირველ კვარტალში გადაწყდება. 

 

ავტორი: ნინო მარღანია