ტაქსის მძღოლები მერიის წინააღმდეგ- რა არის მათი მოთხოვნები?

18:15 03-09-2019
241

ორთაჭალის ავტოსადგომთან, ტაქსის მძღოლებმა საპროტესტო აქცია გამართეს, მათი განმარტებით მერია და ავტოსადგურის ხელმძღვანელობა კორუფციუ გარიგებაში არიან.

„სამარცხვინოა მაგრამ მერია აშკარად შესულია კორუფციულ გარიგებაში, ორთაჭალის ავტოსადგურის მფლობელთან, რომელმაც მერიის დახმარებით მოახერხა და აკრძალა გაჩერება ოფიციალურ ავტოსადგომზე. ისინი აიძულებენ მძღოლებს შევიდნენ მის ტერიტორიაზე და ფული უხადონ ხარკის სახით“ - განაცხადა აქციის ორგანიზატორმა ლაშა ჩხარტიშვილმა.

მათივე განცხადებით თუ მერია არ დააკმაყოფილებს მოთხოვნებს და არ მისცემს მანქანის გაჩერების უფლებას ისინი გააგრძელებენ აქციებს ახლა უკვე მერიის შენობასთან.

„ჩვენ ვაძლევთ ერთ კვირიან ულტიმატუმს კახი კალაძეს, რომ ამ ადამიანებს დაუბრუნოს საკუთარი ოჯახების რჩენის საშუალება, ოფიციალურ ავტოსადგომზე და ის იქნეს აღდგენილი. წინააღმდეგ შემთხვევაში შემდეგი აქცია გაცილებით უფრო მწვავე იქნება მერიასთან“ - განაცხადა აქიიც ორგანიზატორმა.