10 მარტს ვახუშტის ხიდზე მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება

11:53 03-09-2019
13

10 მარტს ვახუშტის ხიდზე მოძრაობა ორმხრივად იზღუდება - ამის შესახებ თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს:  

"ვახუშტის ხიდის სარეკონსტრუქციო სამუშაოებიდან გამომდინარე, 10 მარტს, კვირას, დილის 09:30-დან 11:30 საათამდე ხიდზე ტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება.

დროის ამ მონაკვეთში შეიცვლება დიდუბიდან ვახუშტის ხიდის გავლით, სააკაძის მოედნისკენ მოძრავი ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მარშრუტები: საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაივლის წერეთლისა და თამარ მეფის გამზირებს, საიდანაც გმირთა მოედანს დაუკავშირდება და მოძრაობას დადგენილი სქემით განაგრძობს.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისათვის,"- ნათქვამია განცხადებაში.