მონიკა ბელუჩი, 18 წლით უმცროს შეყვარებულთან ერთად, პირველად გამოჩნდა საზოგადოების წინაშე

19:29 03-06-2019
2742

მონიკა ბელუჩიმ, 18 წლით უმცროსი შეყვარებული, საზოგადოებაში, პირველად გამოაჩინა. 

ცნობილმა ვარსკვლავმა, ახალი რომანის შესახებ, გასული წლის ბოლოს, პორტალ Paris Match-თან ინტერვიუში ისაუბრა. მსახიობმა განაცხადა, რომ შეყვარებული და ძალიან ბედნიერია. მისი სახელი, პორტალს არ გაუმხილა და საიდუმლოდ დატოვა. ბელუჩი, საკმაოდ დიდხანს მალავდა შეყვარებულის ვინაობას. რამდენიმე ხნის წინ, გამომცემლობა Voici-მ, მონიკა ბელუჩის და მისი შეყვარებულის ნიკოლას ლეფევრის, პირველი ფოტო გამოაქვეყნა. ცნობილია, რომ ნიკოლასი, პროფესიით მხატვარი და ამავე დროს, არტ-გალერეას მფლობელია.

გუშინ, 54 წლის მსახიობი და 36 წლის მხატვარი, საზოგადოების წინაშე, პირველად გამოჩნდნენ. წყვილი, პარიზში Chanel-ის ბრენდის შოუს ჩვენებას ესწრებოდა.   

შეგახსენებთ, რომ მსახიობმა მონიკა ბელუჩიმ და მხატვარმა ნიკოლას ლეფევრმა, ერთმანეთი 2017 წლის ზაფხულში გაიცნეს. მხატვარს, ექვსი წლის ქალიშვილი ჰყავს.   

იხ ფოტოკოლაჟი:

 

ავტორი: რუსა ღვანიძე