სალომე ზურაბიშვილი - პირადი ცხოვრების კადრების ნიაღვარი უნდა შევაჩეროთ

13:20 03-06-2019
59

დეზინფორმაციის ცილისწამების, სიძულვილის ენის, პირადი ცხოვრების კადრების ნიაღვარი უნდა შევაჩეროთ - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა. 

მისივე თქმით, ძალადობრივი გარემო თითოეული ადამიანის ცხოვრებაში აღწევს და ამასთან საზოგადოება ელოდება ვითარების ჩაცხრობა, რომელსაც სჭირდება შერიგება და დამშვიდება.

''საზოგადოებაში შერიგების პროცესის ხელშეწყობა და საზოგადოებრივი თანხმობის აღდგენა, ხედავთ თუ რამდენად საჭიროა, ჩვენს ქვეყანაში და არამხოლოდ ჩვენთან პოლარიცაზიამ უკიდურესი ხასიათი მიიღო. ძალადობრივი გარემო თითოეული ადამიანის ცხოვრებაში აღწევს. საზოგადოება ელოდება ამ ვითარების ჩაცხრობას მას სჭირდება დამშვიდება და შერიგება ეს შეუძლებელი იქნება თუ კი რაიმე ფორმით ცივილურ   ჩარჩოში არ მოვაქცევთ საინფორმაციო და სოცილურ ქსელებში განვითარებულ პროცესებს. დეზინფორმაციის ცილისწამების, სიძულვილის ენის, პირადი ცხოვრების კადრების ნიაღვარი უნდა შევაჩეროთ. როდესაც მედია სივრცე მოცულია დამახინჯებული და ყალბი ცნობებით ჩნდება უნდობლობა ყველანაირი ინფორმაციის მიმართ'', - განაცხადა სალომე ზურაბიშვილი

ავტორი: სალომე ნეფარიძე