სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის წინაშე დღეს ანგარიშით წარსდგება

09:45 03-06-2019
71

სალომე ზურაბიშვილი დღეს პრეზიდენტის რანგში პარლამენტის წინაშე მოხსენებით პირველად გამოვა. ახალი რეგლამენტის გათვალისწინებით, თავდაპირველად 10-10 წუთი იმ ფრაქციების თავმჯდომარეებს დაეთმობათ, რომლებიც არ შედიან საპარლამენტო უმრავლესობასა და უმცირესობაში. შემდეგ საპარლამენტო ტრიბუნა 15-15 წუთიანი დროით საპარლამენტო უმრავლესობის და უმცირესობის ლიდერებს დაეთმობათ.

გამოსვლების დასრულების შემდეგ, დასკვნითი სიტყვით სალომე ზურაბიშვილი გამოვა, რომლის შემდეგ სხდომა დაიხურება.

პრეზიდენტის გამოსვლას პრემიერ-მინისტრი და მთავრობის სრული შემადგენლობა, ასევე თბილისის მერი კახა კალაძე დაესწრება.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ “ნაციონალური მოძრაობა“ დღევანდელ პლენარულ სხდომაში მონაწილეობას არ მიიღებს.

ვინაიდან სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია გასული წლის 16 დეკემბერს გაიმართა, მას წლიურ ანგარიშში საუბარი იმ პერიოდზეც მოუწევს, როცა ქვეყნის პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი იყო.