შსს: "პოლიტიკოსის ჯგუფური სექსი"-ს სახელწოდებით კადრები პოლიციის თანამშრომლებმა ჩამოტვირთეს

15:21 02-28-2019
633

"პრაიმტაიმს" შსს-ში განუცხადეს, რომ "გირჩის" ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის მიერ პარლამენტის მეილზე დეპუტატ დავით მათიკაშვილისთვის გაგზავნილი ვიდეო პოლიციის თანამშრომლებმა ჩამოტვირთეს.

როგორც უწყებაში განაცხადეს, შსს-ს პარლამენტის წევრებმა 27 თებერვალს მიმართეს.

"27 თებერვალს შსს-მ მიმართეს პარლამენტის წევრებმა სამსახურეობრივ მეილზე სავარაუდო პირადი ცხოცრების ამსახველი მასალების მიღებასთან დაკავშირებით, რომელიც არ ჩამოუტვირთავთ და არ გაუხსნიათ. შსს-მ მიმართვისთანავე მოახდინა მყისიერი რეაგირება, ადგილზე მივიდნენ პოლიციის თანამშორმლები, ჩამოტვირთეს, გახსნეს და დაადგინეს, რომ კადრები არ შეიცავდა პირადი ცხოვრების ამსახველ მასალებს და ეს იყო კადრები ერთ-ერთი ფილმიდან", - აცხადებენ უწყებაში.

"გირჩის" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე წერს, რომ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეს პორნო ბმული გაუგზავნა სახელწოდებით "პოლიტიკოსის ჯგუფური სექსი". მისი თქმით, მასთან მივიდა შეტყობინება, რომ დეპუტატმა აღნიშნული ვიდეო ჩამოტვირთა.