„მონასტრის ეზოდან ამოყარეს ძვლები და მეშოკში ჩაყარეს" (ვიდეო)

14:38 02-25-2019
701
თეგები: გორი

რუისელების ნაწილი წინაპრების საფლავების გადათხრას აპრიტესტებს.  ადგილობრივები აცხადებენ, რომ კვირიკე და ივლიტას სახელობის ეკლესიის ეზოში, სადაც მათი ოჯახის წევრები იყვნენ დაკრძალულები, სასულიერო პირებმა ამოთხარეს, ძვლები ერთად შეაგროვეს და ისე დაკრძალეს, მათთვის არავის უცნობებია, საფლავის ქვები კი ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზეა მიმოფანტული.

რუისელების ნაწილმა არც კი იცის თუ სად არიან ახლა დაკრძალულები მათი წინაპრები. 

„ამოყარეს ძვლები, ჩაყარეს მეშოკში და ჩაფლეს. ტუალეტი ისეთ ადგილას დადგეს საფლავების შუაში, სადაც არ შეიძლება. ნეშთების გადასვენების შესახებ ჩვენ არაფერი ვიცოდით, არავინ შეგვთანხმებია“, - აცხადებს „პრაიმტაიმთან“ ერთ-ერთი ადგილობრივი.

რუისელების თქმით, ფაქტი რამდენიმე თვის წინ მოხდა. მათი განცხადებით, დედათა მონასტრის ეზო გალავნით შემოღობეს და ის საფლავები ამოთხარეს, რომლებიც გალავნის შიგნით მოჰყვა. სასულიერო პირებმა გალავნის გარე პერიმეტრზე საფლავების შუაში მოაწყეს საპირფარეშო და საქათმე. 

„პრაიმტაიმი“ დედათა მონასტრის წინამძღოლს დაუკავშირდა, რომელიც აცხადებს, რომ მონასტერში მისულს საფლავები ამოთხრილი დახვდა.

ორი წელია, რაც მონასტერის წინამძღოლი ვარ. ეკლესიის აღდგენა ორი წლის წინ მოხდა. როგორც ვიცი, საფლავებიდან ნეშთების გადასვენების იდეა ერთ-ერთ ადგილობრივს, გოგიტა ღვინიაშვილს ეკუთვნის, რიომელიც მსოფლიო ჩემპიონის ბექა ღვინიაშვილის მამაა“, - აცხადებს კვირიკე და ივლიტას სახელობის ეკლესიის დედათა მონასტრის წინამძღვარი.

 

 

მახო მიქელაძე