ეს უკვე ისტორიაა! - კინორეჟისორ რეზო ესაძეს, 85 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ვარსკვლავი გაუხსნეს (ვიდეორგოლი)

15:55 02-22-2019
384

კინორეჟისორ რეზო ესაძეს, 85 წლის იუბილესთან დაკავშირებით, 21 თებერვალს ვარსკვლავი გაუხსნეს.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ქართული კინოს ცნობილი ვარსკვლავები, რე­ჟი­სო­რე­ბი, მსა­ხი­ო­ბე­ბი, რეზო ესა­ძის მე­გობ­რე­ბი და პო­ლი­ტი­კო­სე­ბი, მათ შო­რის პარ­ტია ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა - დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს თავ­მჯდო­მა­რე ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი, გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე მი­ხე­ილ გი­ორ­გა­ძე.  ვარ­სკვლა­ვის გახ­სნის პა­ტი­ვი, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს ერგო - მან და­ფა­რულ წარ­წე­რას რეზო ესა­ძე ოქ­როს­ფე­რი ვარ­სკვლა­ვი აპ­ლო­დის­მენ­ტე­ბი­სა და ფო­ი­ერ­ვერ­კე­ბის ფონ­ზე ახა­და. 

ვარ­სკვლა­ვის გახ­სნის ორ­გა­ნი­ზა­ტორ­მა, და­ვით ოქი­ტაშ­ვილ­მა ფე­ის­ბუ­ქის პი­რად გვერ­დზე ღო­ნის­ძი­ე­ბის ფო­ტო­ე­ბი და პოსტი გამოაქვეყნა:  

რეზო ესაძის ვარსკვლავის გახსნა. ეს უკვე ისტორიაა!!! ისტორიას კი გაფრთხილება უნდა!!! დიდი მადლობა ირაკლი და ნათია გედენიძეებს, საინტერესო ფოტოების მოწოდებისათვის - წერს დავით ოქიტაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ცნობილი ქართველი რეჟისორი რეზო ესა­ძე, ღირ­სე­ბის ორ­დე­ნის კა­ვა­ლე­რი, სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლოვ­ნე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი მოღ­ვა­წე, შოთა რუს­თა­ვე­ლის სა­ხე­ლო­ბის პრე­მი­ის ლა­უ­რე­ა­ტი, რეს­პუბ­ლი­კუ­რი, სა­კავ­ში­რო და სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვა­ლე­ბის პრი­ზის, კემ­ბრი­ჯი­სა და ვა­შინგტო­ნის სა­ერ­თა­შო­რი­სო კა­ტა­ლო­გე­ბის სა­პა­ტიო ორ­დე­ნის მფლო­ბე­ლი, სა­ქარ­თვე­ლო­სა და რუ­სე­თის მხატ­ვარ­თა და კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფის­ტთა კავ­ში­რე­ბის წევ­რია. 

რეზო ესაძე დაიბადა 1934 წლის 18 თებერვალს, ოზურგეთის რ-ში, სოფ. შემოქმედში. ქართველი კინორეჟისორს, სცენარისტს, მსახიობს, მხატვარს და პოეტს მონაწილეობა აქვს მიღებული, 122 ფილმში - შეს­რუ­ლე­ბუ­ლი აქვს 10 მთა­ვა­რი და ასე­ვე, ეპი­ზო­დუ­რი რო­ლე­ბი სხვა­დას­ხვა ავ­ტო­რე­ბის ფილ­მებ­ში. გადაღებული აქვს 11 ფილმი: - ჭერი ანუ და­უმ­თავ­რე­ბე­ლი ფილ­მის მა­სა­ლა - ნე­ი­ლო­ნის ნაძ­ვის ხე (I ად­გი­ლი რო­ტერ­და­მის სა­ერ­თა­შო­რი­სო კი­ნო­ფეს­ტი­ვალ­ზე; გრან-პრი ავე­ლი­ნოს სა­ერ­თა­შო­რი­სო კი­ნო­ფეს­ტი­ვალ­ზე) - სა­ქორ­წი­ნო სა­ჩუ­ქა­რი - წის­ქვი­ლი ქა­ლა­ქის გა­რე­უ­ბან­ში - ერთი ნახ­ვით შეყ­ვა­რე­ბა (I ად­გი­ლი რო­ტერ­და­მის სა­ერ­თა­შო­რი­სო კი­ნო­ფეს­ტი­ვალ­ზე); წკი­პურ­ტე­ბი - ყო­ველ შა­ბათს (ბუ­და­პეშ­ტის სა­ერ­თა­შო­რი­სო კი­ნო­ფეს­ტი­ვალ­ზე და­ა­სა­ხე­ლეს სა­უ­კე­თე­სო უცხო­ურ ფილ­მად) - წამ­ზო­მი - ოთხი ფურ­ცე­ლი - ფრო - ერთხელ. 

1956 წელს დაამთავრა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი. 1956-58 წლებში მუშაობდა ფიზიკის მასწავლებლად, სკოლაში. 1964 წელს დაამთავრა, მოსკოვის საკავშირო სახელმწიფო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი. 1966 წლიდან მუშაობდა სტუდია ლენფილმში, ხოლო 1972 წლიდან, ქართულ ფილმში“. ესა­ძის პერ­სო­ნა­ლურ გა­მო­ფე­ნებს სხვა­დას­ხვა დროს მას­პინ­ძლობ­და თბი­ლი­სი, მი­უნ­ხე­ნი, ჟე­ნე­ვა, თელ-ავი­ვი. მისი ნა­მუ­შევ­რე­ბი ინა­ხე­ბა პი­რად და სა­მუ­ზე­უ­მო კო­ლექ­ცი­ებ­ში. 1975 წლი­დან ეწე­ვა პე­და­გო­გი­ურ მოღ­ვა­წე­ო­ბას. 2001 წელს გა­მო­აქ­ვეყ­ნა ლექ­სე­ბის პირ­ვე­ლი კრე­ბუ­ლი.

გთვაზობთ, რეზო ესაძის ინტერვიუდან, რამდენიმე ფრაზას - (არქივის მასალა). 

ჩემი ოცნება იყო, შორეული ნაოსნობის კაპიტანი ვყოფილიყავი. ეხლა რომ ვფიქრობ, რასაც ვაკეთებ, იგივეა. შეიძლება ეს მეტიცაა...

“მე უფრო მეტად არ ვიცი ჩემი თავი, ვიდრე ჩემზე როცა ლაპარაკობენ. როცა მეუბნებიან: - ეს “ასე”, “ასე”, “ასე”... ჩამოკიდებენ ხოლმე რეცეპტებს, დააწყობენ. მე ვუსმენ და არ ვიცი, რა ვქნა, თავი დავუქნიო თუ შევეწინააღმდეგო, იმიტომ რომ ცალ-ცალკე ეს ვერ წარმომიდგენია. ერთმანეთში გადადის.”

“მე თვითონ არ ვიცი, რას ნიშნავს რეალობა და რას ნიშნავს სიზმარი და ცხადი” - რეზო ესაძე.

იხ. ფოტოკოლაჟი და ვიდეორგოლი:

 

ავტორი: რუსა ღვანიძე