ვიდეოები

1713427585

Eurostat: თებერვალში, 6-თვიანი პაუზის შემდეგ ლიეტუვამ რუსული მარცვლეულის შესყიდვა განაახლა

თებერვალში, 6-თვიანი პაუზის შემდეგ ლიეტუვამ რუსული მარცვლეულის შესყიდვა განაახლა. ამის შესახებ Eurostat-ის სტატისტიკური მონაცემები მეტყველებს.ლიეტუვამ მარცვლეულის რეგულარული იმპორტი 2023 წლის მაისში შეწყვიტა, მარცვლეულის ბოლო პარტია კი რუსეთიდან ქვეყანაში 2023 წლის ივლისში შევიდა. ამის შემდეგ რუსეთიდან ლიეტუვაში მარცვლეული მხოლოდ 2024 წლის თებერვალში შევიდა - საუბარია 1,95 მილიონი ევროს ღირებულების 12,2 ტონა მარცვლეულზე.პარალელურად, რუსეთიდან მარცვლეულის იმპორტს ზრდის ლატვია, რომელმაც ზამთრის ბოლოს რუსეთიდან 10 მილიონი ევროს ღირებულების 58,8 ათასი ტონა მარცვლეული შეიძინა, წინა თვეში შეძენილი მარცვლეულის ღირებულება კი 8,7 მილიონ ევროს შეადგენდა.საერთო ჯამში, ევროკავშირის ქვეყნებმა 2024 წლის თებერვალში 16,9 მილიონი ევროს ღირებულების 92,6 ათასი ტონა რუსული მარცვლეული შეიძინეს.  ფოტო: dpa

ფოტო: dpa

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ჯარიმა

1709545140

„ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი“ – ვის და რა შემთხვევაში შეეხება ჯარიმები

კულტურული მემკვიდრეობის ზონაში უნებართვო მშენებლობაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვო წარმოებასა თუ კონსერვაციის წესების დარღვევაზე ჯარიმები მკვეთრად იზრდება. „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილებებით იზრდება ჯარიმები, ასეთ ზონებში როგორც კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, ასევე სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობებზე.კერძოდ, კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე: I კლასის მშენებლობისათვის ჯარიმა 8 000 ლარის ნაცვლად, იქნება 16 000 ლარი; II კლასის მშენებლობისთვის ჯარიმა სამმაგდება და 24 ათასი ლარი იქნება. III და IV კლასის შენობა-ნაგებობაზე განხორციელებული მშენებლობისათვის ჯარიმა ათმაგდება 20 000 ლარის ნაცვლად, იქნება 200 000 ლარი. უფრო მაღალია ჯარიმები სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობასა თუ სხვა სამუშაოებზე და ზოგ შემთხვევაში ჯარიმა 250 000 ლარსაც აღწევს.ცვლილება ეხება საკანონმდებლო დებულებებს, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 250 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება – 40 000 ლარის ოდენობით.კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის ჯარიმები შემდეგი სახით განისაზღვრა:– I კლასის შემთხვევაში ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– II კლასის შემთხვევაში ჯარიმა 4 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– III კლასის შემთხვევაში ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი;– IV კლასის შემთხვევაში ჯარიმა 15 000 ლარის ნაცვლად, იქნება 45 000 ლარი.იხვეწება საკანონმდებლო დებულებები, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სანებართვო პირობების დარღვევით სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 150 000 ლარის ოდენობით, ხოლო ანალოგიურ შემთხვევაში მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება – 20 000 ლარის ოდენობით.ცვლილება აგრეთვე შეეხება, კონსერვაციის მუხლსაც, კერძოდ მშენებლობის 6 თვეზე მეტი ვადით, კონსერვაციის წესის დარღვევით შეჩერება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში გამოიწვევს დაჯარიმებას:− I ან II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 5 000 ლარის ოდენობით (რჩება უცვლელი);− III ან IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 150 000 ლარის ოდენობით.− კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების კონსერვაციის წესის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 200 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებისას – 25 000 ლარის ოდენობით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

სხვა სიახლეები

ჩახუტება

მეცნიერება 1713514565

ჩახუტება ტკივილს, შფოთვასა და დეპრესიას ამსუბუქებს - კვლევა

ახალი კვლევის ფარგლებში სპეციალისტებმა ამ საკითხისადმი მიძღვნილი 212 ნაშრომი გააანალიზეს და დაასკვნეს, რომ, ზოგადად, შეხება ნებისმიერი ასაკის ადამიანის ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობას აუმჯობესებს.„აქამდეც ვიცოდით, რომ შეხება ჯანმრთელობაზე ზემოქმედების მხრივ მნიშვნელოვანია, მაგრამ, მრავალი კვლევის მიუხედავად, უცნობი იყო, როგორ უნდა გამოვიყენოთ ის ოპტიმალურად, კონკრეტულად რა ეფექტს უნდა ველოდოთ და როგორია გავლენის მქონე ფაქტორები", - აცხადებენ ავტორები.მათ მიერ შესწავლილ ნაშრომებში 12 966 ადამიანის მონაცემებია გაერთიანებული. ამ ინფორმაციის ანალიზმა აჩვენა, რომ შეხება შესაძლოა, ტკივილის, შფოთვისა და დეპრესიის შემსუბუქებაში დაგვეხმაროს. ეს ეფექტი დაფიქსირდა როგორც ბავშვებში, ისე ზრდასრულებში.მსგავსი ზემოქმედება სხვადასხვა ტიპის ფიზიკური კონტაქტისას ვლინდება, იქნება ეს ჩახუტება თუ მასაჟი. ამის მიუხედავად, ყველაზე ეფექტიანი თავსა და სახეზე შეხება აღმოჩნდა, ყველაზე დადებითი რეაქციების გამომწვევი კი ხანმოკლე და ხშირი შეხება.დადგინდა ისიც, რომ ჩვილებში მშობლებთან შეხება უფრო შედეგიანია, მოზრდილებში კი სხვაობას არ გვაძლევს, ახლობელია თუ არა ადამიანი. რა თქმა უნდა, დადებითი ეფექტის მისაღებად შეხება სასურველიც უნდა იყოს, ხოლო რეაქციები აბსოლუტურად ინდივიდუალურია.

ასტროლოგი

ჰოროსკოპი 1713514511

მიხეილ ცაგარელის 19 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

მზის 20 მაისამდე კუროს ზოდიაქოს ნიშანში გადასვლა ერთის მხრივ, დისციპლინას და ორგანიზებულობას, შეუპოვრობას და მიზანდასახულობას, პრაქტიკულობას და პრაგმატულობას, მოთმინებას და ნებისყოფას, მეორეს მხრივ, სიზარმაცეს და სიჯიუტეს, ეჭვიანობასა და მესაკუთრეობას გააძლიერებს ადამიანებში.ნებისმიერი საქმის შესრულებისას მიაქციეთ ყურადღება დეტალებს, რადგან სწორედ ერთი შეხედვით უმნიშვნელო წვრილმანების გათვალისწინებით შეძლებთ წარმატების მიღწევას.პარტნიორული ურთიერთობა – არ ღირს ზედმეტი ეჭვიანობა, კრიტიკულობა და პარტნიორისთვის დაუსაბუთებელი ბრალდებების წაყენება.პოზიტიური და ნეგატიური დღე – ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, გასაუბრების გავლა და გამოცდების ჩაბარება, უძრავი ქონების ყიდვა და გაყიდვა.ჯანმრთელობა – გაამდიდრეთ კვების რაციონი ხილით და ბოსტნეულით. გაუფრთხილდით დასუსტებულ ელენთას და კუჭქვეშა ჯირკვალს.დღის ფერები და მინერალები – ყვითელი, მწვანე, ნაცრისფერი, ნარინჯისფერი და ვერცხლისფერი, ასევე აქატი, მალაქიტი, ქრიზოპრაზი, ოპალი, ყვითელი და მწვანე იასპი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა თხის რქისა და თევზებისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ვერძს, ტყუპებს და სასწორს.

Ту-22М3 ტიპის ბომბდამშენი

ომი უკრაინაში 1713512946

პირველად გავანადგურეთ რუსული Ту-22М3 ტიპის ბომბდამშენი - უკრაინის საჰაერო ძალები

უკრაინული მედია უკრაინის საჰაერო ძალების მეთაურზე, ნიკოლაი ოლეშჩუკზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინელებმა პირველად გაანადგურეს რუსული Ту-22М3 ტიპის ბომბდამშენი. საუბარია ბომბდამშენზე, რომელიც რუსეთში, სევასტოპოლის მხარეში ჩამოაგდეს."პირველად, საჰაერო ძალების საზენიტო-სარაკეტო ქვედანაყოფებმა, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარ სადაზვერვო სამმართველოსთან თანამშრომლობით, სტრატეგიული ბომბდამშენი Ту-22М3 გაანადგურეს", - ამბობს ოლეშჩუკი.მისი თქმით, აღნიშნული თვითმფრინავი X-22 ფრთოსანი რაკეტების მატარებელია, რომელსაც რუსები უკრაინის მშვიდობიან ქალაქებზე თავდასხმისთვის იყენებენ.ცნობისთვის, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ რუსეთის აეროკოსმოსური ძალების კუთვნილი Ту-22М3 ტიპის ბომბდამშენი საბრძოლო დავალების შესრულების შემდეგ ჩამოვარდა. უწყების თქმით, კატასტროფის მიზეზი თვითმფრინავის ტექნიკური გაუმართაობა გახდა.

დევნილთა სააგენტოს დირექტორი შიდა ქართლის რეგიონში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა

ჯანდაცვა 1713512893

დევნილთა სააგენტოს დირექტორი შიდა ქართლის რეგიონში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ზურაბ უტიაშვილმა, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულ ლევან ხარაბაძესთან ერთად, შიდა ქართლის რეგიონში მცხოვრებ დევნილებთან შეხვედრა გამართა.შეხვედრაზე სააგენტოს წარმომადგენლებმა იძულებით გადაადგილებულ პირებს, ის პროგრამები და პროექტები გააცნეს, რაც მათი განსახლებისა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის მიმართულებით ხორციელდება.სააგენტოს დირექტორმა შეხვედრის მონაწილე დევნილების შეკითხვებს უპასუხა და მათი პრობლემები მოისმინა. დევნილ ოჯახებთან მსგავსი შეხვედრები მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერს მეთიუ მილერს საქართველოს მიმართ გაკეთებული განცხადებების გამო აკრიტიკებენ

პოლიტიკა 1713512829

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერს მეთიუ მილერს საქართველოს მიმართ გაკეთებული განცხადებების გამო აკრიტიკებენ

„საქართველოს გადასაწყვეტია, რა კანონები უნდათ და რა - არა, შეწყვიტეთ სხვა ქვეყნებში ჩარევა“,„ახსენით, რატომ არის ჩვენთვის ამ კანონის არსებობა კარგი, მაგრამ საქართველოსთვის არა“, „ჩვენ იგივე კანონი გვაქვს 1938 წლიდან. ზღუდავს ის გამოხატვის თავისუფლებას და სტიგმატიზაციას უკეთებს ორგანიზაციებსა და მედიას?“, - ასე ეხმაურებიან სოციალური ქსელ x-ის მომხმარებლები მეთიუ მილერის მიერ „გამჭვირვალობის კანონპროექტთან“ დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების მიმართ გამოთქმულ კრიტიკას.მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ადამიანების აღშფოთება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის იმ განცხადების მოჰყვა, რომელშიც ის კანონპროექტს კრემლის მიერ შთაგონებულს უწოდებს და აცხადებს, რომ ამ კანონის მიღებამ, შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას საქართველოს პროგრესს ევროკავშირის გზაზე.„საქართველოს გადასაწყვეტია, რა კანონები უნდათ და რა - არა, შეწყვიტეთ სხვა ქვეყნებში ჩარევა”- წერს ელბა ბორგია.„ახსენით, რატომ არის ჩვენთვის ამ კანონის არსებობა კარგი, მაგრამ საქართველოსთვის არა. ჩვენი თვალთმაქცობის დონე მართლაც ამოუცნობია“,- კელი რაიტი.მომხმარებელი ავსტრალიიდან კი ყურადღებას მის ქვეყანაში მოქმედი კანონის დადებით მხარეზე ამახვილებს:„ჩვენ გამჭვირვალობისთვის კანონები გვაქვს ავსტრალიაში. ძალიან კარგია. ჩვენ არ გვსურს უცხოელი აქტორების მხრიდან ჩვენი ქვეყნის საბოტაჟირება, ასე არაა?„ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს, არ მიიღოს 1938 წელს აშშ-ში მიღებული უცხოური გავლენის კანონი?“,- კითხვით მომხმარებელი პირადად მილერს მიმართავს.სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი მილერს კანონის რუსულად მოხსენიების გამო აკრიტიკებს და მას სიცრუის გავრცელებაში ადანაშაულებს - „ის პატივს არ სცემს საზოგადოების ინტელექტს და დარწმუნებული ავრცელებს სიცრუეს“„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით გავრცელებული არასწორი ინფორმაციის გამო, მომხმარებლებმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს თვის ყველაზე თვალთმაქცის სტატუსიც კი მიანიჭეს.„თვის ყველაზე დიდი თვალთმაქცის ჯილდო გადაეცემა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს“- გილოცავთ !“, - წერს მომხმარებელი.რას ლაპარაკობ კლოუნო? ჩვენ იგივე კანონი გვაქვს 1938 წლიდან. ზღუდავს ის გამოხატვის თავისუფლებას და სტიგმატიზებას უკეთებს ორგანიზაციებსა და მედიას? ამ კანონის შესახებ შეგიძლიათ ჰკითხოთ კანადასა და ავსტრალიას. მათაც აქვთ და ჯერჯერობით პრობლემას ვერ ვხედავ.რისი გეშინიათ?!“,- ასე მიმართავს მილერს სოც ქსელის მომხმარებელი„მოიშორეთ ევროკავშირი და იყავით ამ ტირანებისგან თავისუფალი“,- წერენ სოციალურ ქსელში.ერთ-ერთი მომხმარებელი კი წერს, რომ მხოლოდ აშშ-ს აქვს უფლება ჰქონდეს უცხოური გავლენების შესახებ გამჭვირვალობა.ჯეკ მაქსი - მოვუწოდებ საქართველოს და სხვა სუვერენულ ქვეყნებს გააკეთონ იმის საპირისპირო, რასაც მილერი წერს.