"უკვე მივეჩვიეთ, რომ ვართ მაჩანჩალები..."- ანა დოლიძე

16:42 02-19-2019
126
თეგები: ანა დოლიძე

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე „სიტროენ ჯორჯიას“ ხმაურიან საქმესთან დაკავშირებით  მოსამართლეზე დისციპლინური დევნის წარმოებას იწყებს.  

როგორც ანა დოლიძემ “მედიაცენტრ მთავარში” განაცხადა, “სიტროენ ჯორჯიას“ საქმე აჩვენებს, თუ როგორი დარღვეულია საქმის წარმოება საქართველოს სასამართლო სისტემაში. 

“იუსტიციის საბჭოს წევრებს გვაქვს შესაძლებლობა, რომ წარვადგინოთ მოხსენებითი ბარათი დისციპლინური წარმოების დასაწყებად. საუბარია მოსამართლის გადაწყვეტილებაზე, რომელსაც მხარე 8 თევა ითხოვს, თუმცა, არ აძლევენ.  ამ შემთხვვევაში, მსგავსი ტიპის დაგვიანება იმდენად ხელყოფს მხარის უფლებებს, რომ ცალსახად ჯდება ამ უფლების ფარგლებში. ეს არღვევს ქართულ სტანდარტებს, ევროპული სასამართლოს სტანდარტებს. მე ვფიქრობ მას შემდეგ, რაც ჩვენ ახლა გავახმოვანეთ ეს შესაძლებლობა მივმართო ამ საშუალებას და კონკრეტულად დავაყენო იუსტიციის საბჭო ამ არჩევანის წინაშე, რომ გააკეთოს რეაგირება, ან სისტემური რეაგირება, ” – განაცხადა ანა დოლიძემ.

მისი თქმით, იუსტიციის საბჭოს წევრების ვალდებულებაა შეიქმნას ისეთი მართლმსაჯულების სისტება, სადაც ადამიანების უფლებები უხეშად არ იქნება დარღვეული. 

საქმე უკვე განხილულია, დასრულებულია და მხარეებს არ ეძლევათ საშუალება დაიცვან საკუთარი უფლებები. 2-3 თვით დაგვიანებას უკვე ყველა შეეჩვია და პრობლემას არ წარმოადგენს, თუმცა, ეს არ არის ერთეული შემთხვევა. არსებული რეალობა ნათლად აჩვენებს, თუ როგორ მაჩანჩალა სისტემასთან გვაქვს საქმე. უკვე მივეჩვიეთ, რომ ვართ მაჩანჩალები”,  – განაცხადა ანა დოლიძემ.