სკანდალი! - ჟურნალ "Vogue Brasil"-ის რედაქტორი თანამდებობიდან გაათავისუფლეს - მეირელესი და "მონათმფლობელური წყობის" ამსახველი ფოტოკოლაჟი

15:30 02-18-2019
243

ბრაზილიური ჟურნალ Vogue-ის მოდის დირექტორმა, დონატე მეირელესმა, თანამდებობა დატოვა.

სკანდალი, მას შემდეგ მოხდა, რაც თანამშრომლებმა, ჟურნალის გამოცემიდან 50 წლის იუბილე აღნიშნეს და ღონისძიების ამსახველი ფოტოკოლაჟი, სოციალურ ქსელში გამოაქვეყნეს. 

ერთ-ერთ ფოტოზე, დონატე, ტახტზე ზის და მის გვერდზე, კი ოთხი აფროამერიკელი ფერადკანიანი ქალი, თეთრ სამოსში გამოწყობილი პოზირებს. მისი ფოტოები, მონათმფლობელობის ამსახველ სურათებს მიამსგავსეს და მეირელესი, რასობრივ გულგრილობაში დაადანაშაულეს. აღსანიშნავი და მნიშვნელოვანია, ის ფაქტიც, რომ თავად დირექტორი, თეთრკანიანია. 

რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში, იუბილეს ფოტოკოლაჟი გამოქვეყნდა, რამაც საზოგადოების მხრიდან, დიდი სკანდალი გამოიწვია - ფერადკანიანი ქალების სამოსი, მონობის პერიოდის უნიფორმას წააგავდა, ტახტი კი - მონათმფლობელისას.

ბრაზილიელმა ტელეწამყვანმა, რიტა ბატისტამ, ინსტაგრამზე,  1860 წელს გადარებული ფოტო გამოაქვეყნა, სადაც თეთრკანიანი ქალი ზის, გვერდით კი ფერადკანიანი მონები დგანან. 

წვეულების ამსახველ ერთ-ერთ ფოტოში კი ჩანდა, რომ სტუმრებს, ტრადიციულ სამოსში ჩაცმული, ფერადკანიანი ქალები იღებდნენ და აცილებდნენ. 

სკანდალის და კრიტიკის გამო, წვეულების მომდევნო დღეს, ინსტაგრამიდან ფოტოები წაშალეს.  

ცნობილი ბრაზილიელი მომღერალი, ელზა სოარეში, სოციალურ ქსელში, არქივის ფოტოკოლაჟს აქვეყნებს, სადაც კოსტა-კარვალიუს ოჯახის ერთ-ერთი წევრი, ორ მონის გარემოცვაში, ტაზტრევანზე ზის.

პირველი ფოტო, 1860 წელს არის გადაღებული, მეორე კი, 2019 წელს და დღევანდელ მდგომარეობას აღწერს - წერს ელზა.  

წვეულების მეორე დღეს, ინსტაგრამის საშუალებით, მაირელესმა, ბოდიში მოიხადა. მან განაცხადა, რომ მსგავსი განზრახვა არ ჰქონია:

ტახტი, აფრო-ბრაზილიურ რელიგიურ ტრადიციას, კანდომბლეს უკავშირდება, სამოსი კი, ადგილობრივ ხალხურ რელიგიის - ბაჰამის კუნძულების, სადღესასწაულო ტრადიციული ფორმის მიხედვით შეირჩა- ამბობს დონატე. მაგრამ სამწუხაროდ, მისმა განცხადებამ, შედეგი ვერ გამოიღო.

განვითარებული სკანდალის გამოა, დიდი მწუხარება გამოთქვეს, ჟურნალის თანამშრომლებმა. 

ჟურნალი Vogue Brasil-ის რედაქცია ვწუხვართ, მომხდარის გამო და ვიმედოვნებთ, რომ წარმოშობილი სკანდალის დეტალები, ჩვენთვის დიდი გაკვეთლი იქნება - წერენ რედაქციის თანამშრომლები. 

საბოლოოდ, მეირელესმა Vogue Brazil დატოვა, გამოცემამ კი მომხდარის გამო წუხილი გამოთქვა და პირობა დადო, რომ უთანასწორობასთან ბრძოლისთვის, შექმნიან ჯგუფებს და დახმარებას სთხოვენ, აქტივისტებსა და შესაბამისი ცოდნის მქონე ადამიანებს. 

იხ. ფოტოკოლაჟი: 

ავტორი: რუსა ღვანიძე