ავარია სოფელ კორცხელში - დაშავებულია 10 ადამიანი

19:31 02-16-2019
288

ზუგდიდის მუნიციპალიტეტ სოფელ კორცხელში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 10 ადამიანი დაშავდა.

ამ დროისთვის, ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში რვა დაშავებულია  გადაყვანილი.

ექიმების განმარტებით, ყველა მათგანის მდგომარეობამსუბუქი და საშუალო სიმძიმისაა და ადგილზე შესაბამისი კვლევები და მკურნალობა უტარდებათ.

შსს- ს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 276- მუხლის პირველი ნაწილით არის აღძრული. 

 

ავტორი: თეა შონია