ნატო-ში გაწევრიანების ეტაპთან საქართველოს დაახლოებისთვის „შესაძლებლობათა ფანჯარა“ ღიაა - მამუკა ბახტაძე

17:49 02-16-2019
22

ნატო-ში გაწევრიანება საქართველოსთვის კრიტიკული მნიშვნელობისაა, თუმცა თავად ნატო-ს ინტერესებშია ქვეყანა მიუახლოვოს ალიანსში გაწევრიანების ეტაპს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მიუნხენში ნატო-ს გაფართოების საკითხებზე გამართულ პარალელურ შეხვედრაზე განაცხადა.

მისი თქმით, უკვე დროა, ამ მიმართულებით გადაიდგას ნაბიჯები, რადგან ამის „შესაძლებლობათა ფანჯარა“ არის ღია.

ნატო-ში გაწევრიანება საქართველოსთვის კრიტიკული მნიშვნელობისაა, თუმცა თავად ნატო-ს ინტერესებშია ქვეყანა მიუახლოვოს ალიანსში გაწევრიანების ეტაპს. ჩვენი მოსაზრებით, დროა ნაბიჯები გადაიდგას ამ მიმართულებით, რადგან ამის “შესაძლებლობათა ფანჯარა” ღიაა. ყოყმანი არ დაგვეხმარება გამოწვევებთან გამკლავებაში“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მისი თქმით, ნატო-ს გაფართოება ევროპაში კიდევ უფრო მეტად გაზრდილი მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის ყველაზე გამართლებული ვარიანტია. როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველოს შესაშური ძალისხმევა ამის ძალიან მყარ საფუძველს იძლევა. მამუკა ბახტაძის თქმით, ის დარწმუნებულია, რომ მოკავშირეებთან, პარტნიორებთან და მეგობრებთან ერთად შესაძლებელია გზების პოვნა არსებული გამოწვევების გადასალახად, რათა საქართველოს გაწევრიანების პროცესი მნიშვნელოვნად ავიდეს უფრო მაღალ და მდგრად დონეზე.