"არ ვიცი, რომ საავადმყოფოშია"- ალექსანდრე გალდავა მამალაძეზე

13:04 02-16-2019
436

​დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, ინფორმაციას არ ფლობს არც დეკანოზი ალექსანდრე გალდავა.

მისი თქმით, არ იცის , რომ დეკანოზი საავადმყოფოში ჯანმრთელობის გაუარესების გამო იმყოფება.

არ ვიცი რომ საავადმყოფოშია, არ ვფლობ ინფორმაციას,- აღნიშნა დეკანოზმა.

დეკანოზის ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ საპატრიარქოში ინფორმაციას არ ფლობენ.

ამის შესახებ პრაიმტაიმს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ანდრია ჯღამაიძემ განუცხადა.

არ ვფლობ ინფორმაციას. დაველოდებით ექიმის კომენტარს. სხვა დანარჩენზე კომენტარის გაკეთება არ მსურს,- განაცხადა ანდრია ჯღამაიძემ.

4 თებერვლიდან დეკანოზის ძმა და მისი მხარდამჭერები საპატრიარქოსთან აქციებს მართავენ. მათი მოთხოვნაა, მისცენ ზიარების უფლება გიორგი მამალაძეს და გაათავისუფლონ გაუარესებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.